Latest posts by Aliq Media (see all)
ერევანში, ამირიანის ქუჩაზე მდებარე კაფე „ლუი შარდენის“ წინ, რამდენიმე დღის წინ თავისი მანქანა გააჩერა სომხეთში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მილსმა.
მანქანის დაყენებაში არაფერია უცნაური, როგორც წერს სააგენტო armtimes.com, ის რომ არ ყოფილიყო დაყენებული ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ გზის გადასასვლელ ადგილას (ზებრაზე).
სააგენტო ასევე ინტერსედება, დაჯარიმდება ელჩი მილსი, თუ „დიპლომატებისთვის ყველაფერი ნებადართულია“.
აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ელჩმა მილსმა საელჩოს ოფიციალური გვერდის მეშვეობით ბოდიში მოიხადა.
„მეა კულპა, ან ბრალი ჩემია. მადლობას ვუხდი Armtimes.com-ს ქალაქის ცენტრში მოქალაქეთა გზის გადასასავლელად განკუთვნილ ადგილას მანქანის მცირე დროით გაჩერების მითითებისთვის. ვწუხვარ, რომ ამან დისკომფორტი გამოიწვია ფეხით მოსიარულეებისთვის“.