Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის მოსახლეობის მიხედვით ისინი ვერ გრძნობენ თავინათი სოფლის განვითარებას თურქეთთან საზღვარის გახსნის შემდეგ.
სოფელ კარწახის სასაზღვრო გამშვები პუნქტი გაიხსნა 2015 წლის ოქტომბრის თვეში. ამის შემდეგ ხალხს გაუჩნდა იმედი, რომ საზღვრის გახსნასთან ერთად შეექმნებოდათ მეტი შესაძლებლობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ვაჭრობის მიმართულებით. უკვე წელზე მეტი დროა გასულა, თუმცა სოფლის მოსახელეობა ამტკიცებს, რომ დადაბით ცვლილებას ისისნი ვერ გრძნობენ.
ერთ-ერთი მაცხოვრებლის მიხედვით, მათ არ შეუძლიათ თურქეთში საქონლის გატანა.
„ნებას არ გვაძლევენ საქონელი გასაყიდად გავიტანოთ. ამბობენ 5 კილოგრამზე მეტი აკრძალულია“.
თუმცა, როგორც წერს jnews.ge სააგენტო, ფინანასთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტიდან მათ შეატყობინეს, რომ არ არსებობს საქონლის გატანის შეზღუდვა. მხოლოდ დიდი რაოდენობით საქონლის გატანის შემთხვევაში საჭირო ხდება განბაჟება.
სოფელში მცხოვრები რუბენ სტეფანიანი ფიქრობს, რომ ერთადერთი დადებითი ცვლილება არის გზის დაგება. ამისდა მიუხედავად სოფელში პრობლემები მომრავლდა.
„ჩვენ ვთხოვეთ, რომ სოფლის გზაზე სიჩქარის შემზღუდველი 7-8 ბარიერი დაემონტაჟებინათ, თურქმა მძღოლებმა იჩივლეს რის შემდეგაც, პოლიციამ ღამის განმავლობაში მოხსნა თითქმის ყველა სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი, დატოვეს მხოლოდ ერთი. ეს იმიტომ გააკეთეს ღამით, რადგან იცოდნენე რომ დღისით ამის ნებას არ მივცემდით. ზამთარში ერთი მანქანა ხიდიდანაც კი გადავარდა“-, ამბვობსამბობს კამო კარაპეტიანი.