Latest posts by Aliq Media (see all)
თურქეთის ოპოზიციური სახალხო-დემოკრატიული პარტიის წევრი, მეჯლისის ეთნიკურად სომეხი დეპუტატი, კარო ფაილანი დასჯილი იქნა სომეხთა გენოციდის შესახებ გამოსვლის გამო.
„ 913-1923 წლებში ქვეყანაში (თურქეთში) რეგისტრაციის მქონე ეთნიკურად სომხები, ასირიელები, ბერძნები და ებრაელები ჟლეტვისა და გენოციდის შედეგან ამ მიწებიდან დეპორტირებულები ან ნაწამები იყვნენ “ – , განუცხადებია კარო ფაილანს.
ამ სიტყვებს მოჰყვა თურქი დეპუტატების რეაგირება სიტყვებით:
„ამ მიწებზე გენოციდი არ ყოფილა, მეჯლისიდან თურქ ხალხს შეურაცხყოფას ვერ მიაყენებ, აბდულ-ჰამიდს შეურაცხყოფას ვერ მიაყენებ, შენ სომხეთის დეპუტატი არ ხარ! თურექთის მეჯლისის წევრი ხარ“.
ამისდა მიუხედავად კარო ფაილანმა გააგრძელა სიტყვა.
„ერთ დროს მოსახლეობის 20% შევადგენდით. ამ ხალხს რაღაც შეემთხვა, მე მაგას გენოციდს ვუწოდებ, თქვენ რაც გინდათ ის დაარქვით. სომეხმა ერმა კარგად იცის, ის რაც თავს გადახდა“.
ამ სიტყვების შემდეგ ეთნიკურად სომეხ მეჯლისის დეპუტატს ნება არ დართეს სიტყვა გაეგრძელებინა.
მეჯლისში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სომეხ დეპუტატს სთხოვა სიტყვით გამოსვლისას ყუარდღება მიაქციოს საკუთარ სიტყვებს და არ მიაყენოს შეურაცხყოფა თურქ ერს.
მეჯლისის ეთნიკურად სომეხი დეპუტატი დასჯილი იქნა 3 სხდომაზე დასწრების უფლების ჩამორთმევით.