Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის გამგეობის სოციალური სამსახურისთვის 2016 წლის ბიუჯეტით 688 000 ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში სამსახურს გაუთვალისწინებელი ხარჯები დაემატა.
როგორც ახალქალაქის გამგეობის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი რაფაელ თომაჯიანი ამბობს, იმ განცხადებათა 85%, რომელიც გამგეობამ მთელი წლის განმავლობაში მიიღო, სახელდობრ სოციალური სამსახურის სახელზე იყო დაწერილი. დღემდე სამსახურს 1800 სხვადასხვა შინაარსის განცხადება აქვს მიღებული. აქედან, 700 იყო ჩვილ ბავშვთა მშობლებისგან, 75 – სახლების შეკეთებასთან დაკავშირებით, 165 – მკურნალობასა და მედიკამენტებთან დაკავშირებით, ხოლო 518 – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ მცხოვრებელთაგან. ეს, ძირითადად, ის ოჯახებია, რომელთა სოციალური მაჩვენებელი 65 000-დან 90 000 ქულამდეა. ამ ქულებს ადგენს სოციალური უზრუნველყოფის სააგენტო.
იმის მიხედვით, თუ როგორი განცხადება შემოვიდა (ფორმა 100), სოციალურად დაუცველ პირთა სამსახური ერთ ჯერზე 100-იდან 1000 ლარამდე თანხას გამოყოფს.
სახლების შეკეთებისთვის სამსახური იმ ოჯახებს ეხმარება, რომელთა ქულაც 0-დან 65-მდეა. ამ ქულებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი კომისია ადგენს.
გარდა ამისა, სამსახური ყოველ ახალშობილს 250 ლარს უყოფს. რაფაელ თომაჯიანის თქმით, ახალქალაქში წელს უფრო მეტი ბავშვი დაიბადა, ვიდრე – ერთჯერადად გასაცემი თანხა იყო გათვალისწინებული. „ჩვენ ბიუჯეტში არ გვქონდა გათვალისწინებული ამხელა თანხა. წელს 130-ით მეტი ბავშვი დაიბადა, ვიდრე – შარშან“, – ამბობს რაფაელ თომაჯიანი.
2016 წლის ბიუჯეტით ახალშობილთათვის 170 000 ლარი იყო გამოყოფილი. თუმცაღა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ ბიუჯეტში შევიდა ცვლილება და ამ მიმართულებით დამატებით 20 000 ლარი გამოიყო.
მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის მონაცემებით, ახალი წლისთვის სამსახური 13 ვეტერანს 300 ლარს გამოუყოფს, 33 ლტოლვილს – 100 ლარს და 17 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს, რომლებიც საქართველოს სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის სარეაბილიტაციო ცენტრში დადიან, ასევე გადასცემს თანხას. მუნიციპალიტეტი ასევე პირველი და მეორე კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც გამოუყოფს თანხას, იმ შემთხვევაში თუ ისინი წარადგენენ სამედიცინო „ფორმა 100-ს“.