აქტივობა ნინოწმინდაში: რა უფლებები აქვთ ემიგრანტებს საზღვარგარეთ

ქალაქ ნინოწმინდაში აქტივების ჩატარებას აგრძელებს ახალგაზრდული ცენტრი “PITA”, ამჯერად აქტივობა ეხებოდა ემიგრანტების უფლებებს. ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტებმა მოსახლეობას დაურიგეს „ემიგრანტების უფლებები“ წარწერით ბუკლეტები. ბუკლეტები ძირითადად ურიგდებოდათ მამაკაცებს, რადგან ზუსტად ისინი მიდიან საზღვარგარეთ სამუშაოდ.

ბუკლეტებში არსებული ინფორმაციის თანახმად, ემიგრანტებს აქვთ სიცოცხლის, აზრის, სინდისისა და რელიგიის უფლება. ემიგრანტებს, რომლებიც სამუშაოდ ჩადიან და მათი ოჯახის წევრებს აქვთ თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.

სამუშაოდ ჩასულ ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ მიიღონ იმ ქვეყნის დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებათა  დახმარება, რომელი ქვეყნის ინტერესებსაც ისინი წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ აქტივობა “PITA” ახალგაზრდული ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული, გაეროს საქართველოს ასოციაციის „ტოლერანტობა, სამოქალაქო თვითცნობიერებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის“ პროექტისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

Leave a Reply