Latest posts by Aliq Media (see all)
სოფელ თოთხამის მოსახლეობას დასალევი წყალი არა აქვს, რაშიც დამნაშავედ თვლიან მეზობელი სოფლის, კორხის მოსახლეობას.
ახალქალაქის სოფელ თოთხამიმს მოსახლეობას უკვე ერთ წელზე მეტია რაც დასალევი წყლის პრობლემა აქვთ. პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ზამთარში, როდესაც წყალი ონკანიდან იმდენად ცოტა მოდის, რომ მილები იყინება. სოფლის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ზამთრის განმავლობაში დასალევი წყლის გარეშე რჩება. საქმე იმაშია, რომ სოფელ მაჯადიას, თოთხამსა და კორხს აქვთ საერთო მილსადენი. თუმცა თოთხამელები ჩივიან, რომ კორხის მაცხოვრებლებს წყლის სარქველი გადაკეტეს, რის შედეგად სოფელში ცოტა წყალი მიდის.
ამჟამად 20 ოჯახი წყლის გარეშეა დარჩენილი.
საკითხის გადასაწყვეტად თოთხამელები განცხადებით მიმართეს სამცხე-ჯავხეთის გამგებელს.
თუ როგორ გადაწყდება საკითხი ადგილობრივ მმართველობას, ჯერჯერობით პასუხი არ გააჩნია, რადგან წყლის მილსადენები სხვადასხვა პროექტებით აშენებულა.