ერევანში მისამართით თბილისის გზატკეცილი, გაიხსნა ზამთრის პარკი

პარკი ლაპლანდიის ანალოგია სომხეთში. ამ ინიციატივის მეშვეობით მოსახლეობას  პირველად  შესაძლებლობა ექნება  სანტა კლაუსი გაიცნონ,  ასევე -ქალბატონი კლაუსი, ელფები და ირმები, მათ შორის რუდოლფიც. ყველა მსურველს შეუძლია ეწვიოს სანტას თავისივე სახლში, ესტუმროს ელფების სკოლას, დააგემოვნოს მისის კლაუსის ორცხობილები მისივე საცხობში და ნახონ ის ადგილი, სადაც მზადდება ყველა ის სათამაშო, რომლებსაც სანტა ჩუქნის ბავშვებს ახალი წლის ღამეს და, რა თქმა უნდა, ირმებთან ერთად მარხილებით გაისეირნონ.

პარკში განთავსდება ერევანში ყველაზე დიდი ღია ცისქვეშა საციგურაო მოედანი 1800 კვ.მ-ზე.

შესვლა თავისუფალია.

Leave a Reply