Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრთან, ვაჰან მარტიროსიანთან.
მხარეებმა საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე დაესწრნენ.