ქართული ენა აღიარებულია ცენტრის უცხო ენად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი ერევნის მხითარ სებასტაცის სახელობის სასწავლო კომპლექსში

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე ერევნის მხითარ სებასტაცის სახელობის სასწავლო კომპლექსს ეწვია. ეს არის ერთადერთი სკოლა სომხეთში, სადაც ასწავლიან ქართულ ენას.

სასწავლო ცენტრში ქართული ენა უკვე განუყრელ ნაწილს წარმოადგენს, ქართული ენა აღიარებულია ცენტრის უცხო ენად.

ელჩი გაეცნო სებასტაცის სახელობის სასწავლო კომპლექსს, ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომლის ფარგლებში მას ქართულ ენაზე მოლაპარაკეთა კლუბის წლიური გეგმა გააცნეს. ასევე გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება „ვამზადებთ ქართულად“.

აღსანიშნავია, რომ სებასტაცის სახელობის სასწავლო კომპლექსს წლიურად სტუმრობს 200-ზე მეტი ქართველი მოსწავლე და დელეგატი, ასევე სევესაქართველოში ჩამოდის სასწავლო კომპლექსის სხვადასხვა ჯგუფი.

ელჩს თან ახლდა მეუღლე ეკატერინე ბაქრაძე და საელჩოს უფროსი მრჩეველი ნინო აფციაური.

Leave a Reply