1988 წლის 7 დეკემბრის 11:41 საათზე გამანადგურებელი მიწისძვრა მოხდა სომხეთში. მიწისძვრა სპიტაკში 10-ბალიანი, ლენინაკანში (ამჟამად – გიუმრი) – 9-ბალიანი, ხოლო კიროვაკანში (ამჟამად ვანაძორი) – 8-ბალიანი იყო. ოფიციალური მონაცემებით, ტრაგედიას 25 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 140 000 დაინვალიდდა, 500 000 კი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.
დღეს მთელ მსოფლიოში მცხოვრები სომხები, და არა მხოლოდ სომხები, იხსენებენ სპიტაკის მიწისძვრას.
სომხებისთვის ასეთ რთულ პერიოდში ერთ-ერთი პირველი დახმარების ხელი საქართველომ გაუწოდა. საქართველოს სსრ-ის ცკ-ს კომპარტიის მე-12 პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი უკვე 7 დეკემბერს, ტრაგედიიდან რამოდენიმე საათში, იმყოფებოდა სომხეთში, მისივე ბრძანებით 8 დეკემბერს საქართველოს მაშველები იმყოფებოდნენ სტიქიის ზონაში.
როგორც aniarc.am ანალიტიკურ ცენტრთან საუბრისას ჯუმბერ პატიაშვილი ამბობს „ლენინაკანში გამართულ სპეციალურ კრებაზე, საბჭოთა კავშირის პრემიერ-მინისტრმა რიჟკოვმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას სამაშველო სამუშაოებში. რა თქმა უნდა, მე თავი კარგად ვიგრძენი, მაგრამ ამ შეხვედრას ესწრებოდა ასევე სხვა 150 ლიდერი, რიჟკოვი კი განსაკუთრებლად აქებს შენს ქვეყანას.
ჩვენ ასევე აქტიურად ვმონაწილეობდით მიწისძვრის შემდეგ აღდგენით, სამშენებლო სამუშაოებში. ჩვენ სომეხ ერთან ერთად გავიზიარეთ ის დიდი ტკივილი“.
დღეს თბილისის წმინდა ეჯმიაძინის ეკლესიაში სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.