თოვლის მძევლად – სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდა, პუშკინის ქუჩა

ქალაქ ნინოწმინდის პუშკინის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა 3 დღის განმავლობაში, შეუჩერებელი თოვლის გამო, ვერ ახერხებს მოძრაობას საკუთარ ეზოშიც კი.

3

მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც მანქანა ჰყავს, არ შეუძლია მანქანის ან შეყვანა ან გამოყვანა დიდთოვლობის გამო. განსაკუთრებით რთული პირობებია ბავშვებისთვის, რომლებიც სირთულით აღწევენ სკოლიდან სახლში და სახლიდან სკოლაში.

2

მოსახლეობა ჩივის, რომ ყოველწლიურად ზამთრის თვეებში ისინი იმყოფებიან „თოვლის მძევლად“.  ქარბუქი ავსებს ქუჩებს თოვლით, რის შედეგადაც გზები იკეტება გაზაფხულამდე. ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც წერს საინფორმაციო სააგენტო nor.ge, მათ მიმართეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელ გაგიკ კარსლიანს, თუმცა  ჯერჯერობით პასუხი არ მიუღიათ.

1

Leave a Reply