აშშ-ის საელჩომ ახალქალაქში  მცირე გრანტების პროგრამა  წარადგინა

პირველ დეკემბერს ახალქალაქის გამგეობაში საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა საელჩოს 2017 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა წარადგინეს. მსურველ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა თავიანთი პროექტების წარდგენით 2017 წლის 13 იანვრამდე.

დემოკრატიის კომისია  24 000 აშშ დოლარამდე გრანტებს იძლევა საქართველოს არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციებისათვის.

ახალი პროექტების პრიორიტეტად ინოვაციურობა ითვლება, მცირე გრანტების უზრუნველყოფა ინიციატივებს ითვალისწინებს და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინიციატივებს, რათა გააუმჯობესონ უნარები და სხვა…

შემდეგ პრიორიტეტად ითვლება სამოქალაქო ჩართულობა, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ამაღლებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სამოქალაქო განათლების ხელშეწყობას და აქტიურ საზოგადოებრივ დაცვას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და ახალგაზრდობის წრეში პრობლემების გადაჭრას, ლიდერობის თვისებების განვითარებას და ქალთა უფლებების, უმცირესობათა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვას, ასევე, დემოკრატიული განვითარების პრინციპების ხელშეწყობას.

მესამე პრიორიტეტად  ითვლება მასობრივი მედია საშუალებების განვითარება მეტად ინფორმირებული და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისათვის, პროექტების დივერსიფიცირება და გაუმჯობესება, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ხელშეწყობა ჟურნალისტებს მასმედიის დასაცავად და გამჭვირვალობისათვის.

პროგრამაში მონაწილეობისათვის განცხადების ფორმის ნახვა შეიძლება აშშ-ის ვებ-გვერდზე.

პროექტების განხილვა შეიძლება გაგრძელდეს 3-6 თვემდე. დაფინანსების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ვაშინგტონში.

 

Leave a Reply