Latest posts by Aliq Media (see all)
ქალაქ ახალქალაქში გაიმართა შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის წარმომადგენელთა და ომბუდსმენის ოფისის თანამშრომელთა შორის.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელმა სალომე კულჯანიშვილმა ისაუბრა, თუ სახალხო დამცველის ოფისი როგორ მუშაობს, როგორ ეხმარებიან და რეაგირებენ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ დარღვევებზე.
შეხვედრა ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის “PITA”-ს ორგანიზებით, USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფარგლებში გაიმართა.