Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის რაიონის სპორტსმენებმა საქართველოს კინგბოქსინგის პირველობიდან წაიღეს 12 მედალი.
26 ნოემბერს თბილისში გამართულ საქართველოს კინგბოქსინგის პირველობაზე მონაწილეობა მიიღეს ასევე ახალქალაქელმა სპორტსმენებმა. მონაწილეები იყვნენ ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, ფოთიდან, თბილისიდან, გორიდან, ხაშურიდან, ზესტაფონიდან, ახალციხიდან, წალკის რაიონიდან, ასევე სპორტსმენები აზერბაიჯანიდან.
ახალქალაქი წარდგენილი იყო 18 სპორტსმენით, 8-15 წლამდე ასაკის სხვადასხვა წონით კატეგორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა სოფელში ან ქალაქში ვარჯიშობენ, ყველას მწვრთნელი სერჟიკ ტონაკანიანია, რომელიც თავისი მოწაფეების შედეგებით კმაყოფილია.
„ჩვენი ბავშვების მოწინააღმდეგეებს აქვთ ნირმალური სავარჯიშო პირობები, მაგრამ ჩვენ ბავშვებს, განსაკუთრებით იმათ, რომლებიც ვარჯიშობენ სოფლებში, არ გააჩნიათ არანაირი პირობა. ჩვენ მათ სოფლის კლუბებში ვამზადებთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში“, – ამბობს სერჟიკ ტონაკანიანი.
სერჟიკ ტონაკანიანი, რომელიც უკვე 6 წელია ახალქალაქში ბავშვებს კინგბოქსინგში ავარჯიშებს, ამბობს, რომ კმაყოფილია თავისი სპორტსმენებით. „უბრალოდ, საჭიროა, რომ რაიონის მმართველობამ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს სპორტს, რათა ჩვენ ფინანსური მხარდაჭერა გაგვიწიონ სხვადასხვა შეჯიბრებებზე მონაწილეობის მისაღებად“.
მისი მოწაფეები თბილისიდან დაბრუნდნენ 7 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლებით.