ქალთა ძალადობის  საწინააღმდეგო პირველი აქცია ნინოწმინდაში

25 ნოემბერს „PITA” ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტებმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი  მიძღვნილი აქცია  გამართეს.

31216192366_912d0c068e_z

აქტივისტების მიერ სომხურ, ქართულ და რუსულ ენაზე – ეგიდით „ნაადრევი ქორწინება ძალადობაა ქალების მიმართ“ – პოსტები იყო მომზადებული.

31216198496_33ff98013b_z
როგორც საინფორმაციო სააგენტო „nor.ge“-ი იუწყება, მსგავსი აქცია ნინოწმინდაში პირველად ჩატარდა, რამაც გამოიწვია უარყოფითი დამოკიდებულება აქციის მონაწილეთა მიმართ. ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტების  მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქალბატონმა უხეშად გამოთქვა:   „არა გრცხვენიათ? რითი ხართ დაკავებულები? მოშორდით აქედან!“.

Leave a Reply