Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის რაიონის გამგეობის წევრების შემოთავაზებით 2017 წელს ქალაქის შესასვლელ და გასასვლელ ტრაფარეტებზე ქართულენოვან წარწერას სომხურენოვანი დაემატება.
24 ნოემბერს შემდგარ ახალქალაქის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი წინადადების მიხედვით ქალაქის შესასვლელსა და გასასვლელ ტრაფარეტებზე ქართულენოვან წარწერას დაემატება სომხურენოვანი. მსგავსი წინადადებით წარდგა შირვან შირინიანი.
„ამისი უფლება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გვაქვს. უფლება გვაქვს ნებისმიერ ენაზე წარწერა დავამატოთ თუ მასთან ერთად არის წარწერა სახელმწიფო ენაზე, ამიტომაც კანონდარღვევა არაა,“ – განმარტა შირვან შირინიანმა.
სხდომაზე დამსწრენი ასევე შეუერთდნენ შიროიანის წინადადებას და დაამატეს ისიც, რომ ქალაქის ქუჩებსა და სოფლების ტრაფარეტებზეც დამატებული იქნას მათი დასახელებები სომხურ ენაზე.
აღსანიშნავია, რომ ახალციხისგან განსხვავებით, სადაც წარწერებია, როგორც თბილისის, ახალქალაქის, თურქეთისა და სომხეთის მიმართულების გზებზე, ახალქალაქში არის მხოლოდ თურქეთის მიმართულების მაჩვენებელი ტრაფარეტი. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება იმ დროს, როდესაც სომეხი ტურისტები ახალქალაქის გავლით მიემგზავრებიან ბათუმში.
წყარო: jnews.ge