Latest posts by Aliq Media (see all)
ქალაქ ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრ „პიტა“-ს აქტივისტები ატარებენ საქველმოქმედო აქციას სახელწოდებით „დახმარება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და ობოლ ბავშვებს“.
აქციის იდეა მდგომარეობს ნონოწმინდის არაგულგრილი მოსახლეობის ძალისხმევის გაერთიანებაში, შეაგროვონ ტანსაცმელი, ბავშვებისთვის სათამაშოები. ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი ირინა ღარსლიანი ამბობს, რომ ნინოწმინდის მოსახლეობის 30% დიდი სიამოვნებით ეხმარება მათ, მაგრამ უმრავლესობა მაინც უარს ამბობს დახმარების გაწევაზე და კარსაც კი არ უღებენ.
ღონისძიება ორგანიზებულია გაეროს ასოციაციისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „ტოლერანტობის სამოქალაქო ინფორმირებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექტი“-ს ფარგლებში.
აქცია გრძელდება
წყარო: jnews.ge