Latest posts by Aliq Media (see all)
გენერალური პროკურორის მრჩეველმა ქრისტინე მელქონიანმა თავისი ფეისბუქის გვერდზე გევორქ კოსტანიანის გადადგომის შესახებ დაწერა.
„გატყობინებთ, რომ დღეს სომხეთის რესპუბლიკის მთავარ პროკურატურაში კოლეგიის სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სომხეთის რესპუბლიკის მთავარი პროკურორი გევორქ კოსტანიანი. სომხეთის რესპუბლიკის მთავარმა პროკურორმა საბჭოს წევრებს აცნობა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიმართა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, თხოვნით, მიიღოს სომხეთის რესპუბლიკის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება. სომხეთის რესპუბლიკის პროკურორმა გევორქ კოსტანიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიიღო მისი განცხადება და იგი 04.08.2016 – დან მისი სომხეთის რესპუბლიკის მთავარი პროკურორის თანამდებობა იქნება ჩამორთმეული“.
სამთავრობო კულისებში ამ დროის განმავლობაში, არაერთხელ ყოფილა საუბარი, იმის შესახებ, რომ მთავრობის ერთი ფრთა სერჟ სარგსიანის დარწმუნებას ცდილობდა, რათა მას გენთავისუფლებნა კოსტანიანი, თუმცა სერჟ სარგსიანი ამისი კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
გევორქ კოსტანიანი მთავარი პროკურორის თანამდებაზე არჩეული იქნა 2013 წლის 1 ოქტომბრიდან. თანამდებობაზე დარჩენის ვადა 3 წელიწადში ამოიწურებოდა.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის თანახმად და „პროკურატურის შესახებ“ სომხეთის რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულია, რომ მთავარ პროკურორს პრეზიდენტის შემოთავაზებითბ ინიშნებაეროვნული კრების (პარლამენტი) მიერ 6 წლის ვადით.
წერს armtimes.com სააგენტო
ფოტო: lragir.am