მიტინგის დაშლის დროს პოლიციამ აკუსტიკური იარაღი გამოიყენა

ე.წ. მთის უბანში მომიტინგეების დაშლის დროს პოლიციის მხრიდან გამოყენებულ იქნა აკუსტიკური იარაღი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბომბი საცხოვრებელ სახლში აფეთქდა, რის შედეგად  მობინადრეები დაშავდნენ, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. თვითმხილველების თქმით, ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანაა მისული. აფეთქების შედეგად დაზიანებულია სახლის კედლები და ფანჯრები. პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვალში დაიჭრა ერთი ახალგაზრდა, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

Leave a Reply