აფრიკაში გამიშვით, გადავიღებ აფრიკულ კარგ ფილმებს. სერგეი ფარაჯანო

1990  წლის  21 ივლისს  გარდაიცვალა  უდიდესი  სოემხი   კინორეჟისორი სერგეი  ფარაჯანოვი.
XX  საუკუნის უდიდესი  სომეხი კინორეჟისორი დაიბადა თბილისში, მოღვაწეობდა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. სიცოცხლის  ბოლო  წლებში  ფარაჯანოვი  მუშაობდა    ავტობიოგრაფიულ  ფილმზე, რომელსაც დაარქვა  „აღიარება“, სამწუხაროდ  ნამუშევარი დაუმთავრებელი დარჩა. სერგეი ფარაჯანოვი გარდაიცვალა და ხალხმაც ვერ გაიგო დიდი კინორეჟისორის  მალული იდეები. მან  სიცოცხლის  ბოლო დღეები ერევანში გაატარა, ლოგინად იყო ჩავარდნილი.  სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის  წარმომადგენელი სუსანა ხაჩატრიანი, რომელიც  პირადად იცნობდა ფარაჯანოვს, იხსენებს თუ რამდენი  გასაუბრება ჰქონდა  დიდ რეჟისორთან  და  როგორ გააცილეს ის ბოლოჯერ  მატარებლით თბილისიდან. „ მე  ვიყავი  ერთერთი იმ ადამიანებთაგან, რომლებმაც სერჯო ფარაჯანოვი რკინიგზის სადგურზე გავაცილეთ, მას გვერდზე ედგნენ   ზავენ  ხაჩატურიანი და  მისი  მეზობელი, რომელმაც  მის  ერთ-ერთ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მე  ვხვდებოდი,რომ სერგოს   ვეღარ ვნახავთ“.

სერგო  ფარაჯანოვის სახელი   შედის ყველა დროის  100  საუკეთესო  რეჟისორების სიაში. ფრანგული  გავლენიანი გამოცემა   „Le Figaro“  ფარაჯანოვს იხსენიებს როგორც  ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე გენიალურ რეჟისორს. ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. მისი ნამუშევარი „ბროწეულის ფერი“ (1969), თბილისელი პოეტის, საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ფილმმა საბჭოთა მთავრობა განარისხა, რომლის აზრით იგი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა. ჰომოსექსუალობის ბრალდებით, საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

სახელგანთქმული ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია ფარაჯანოვს თავის მასწავლებლად მიიჩნევს,და ამის შესახებ საინტერესო ფაკტს გვიყვება. „მახსოვს ფარაჯანოვს ფილმების გადაღების უფლებას არ აძლევდნენ. როდესაც მე ვიყავი პირველი მდივანი კინემატოგრაფისტთა კავშირში გადავწყვიტე მისი ნამუშევრების გამოფენის გაკეთბა. ვემზადებოდით,როდესაც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან მოვიდნენ და შენიშვნა მოგვცეს, ძალოვანებმა  ნება დაგვრთეს ღონისძიება ჩაგვეტარებინა, მაგრამ იმ პირობით რომ მას უშიშროების სამსახურის წევრები დაესწრებიან. ფარაჯანოვმა  გამოფენაზე  წარადგინა კოლაჟი „ლენინი  მარჯვნიდან და მარცხნიდან“. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან მოვიდნენ, რომ დაეთვალიერებინათ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები,მაგრამ როდესაც ნახეს „ლენინის  კოლაჟი“  თქვეს, რომ ყველაფერი კარგად არის და წავიდნენ.

122-300x199ფარაჯანოვი არამხოლოდ  სახელგანთქმული რეჟისორი იყო, არამედ  კარგი ადამიანი და მეზობელი. წელს, სახელგანთქმული რეჟისორის გარდაცვალების დღეს  ალიქ მედია ესტუმრა თბილისში სერგო  ფარაჯანოვის სახლს, რომელიც  მისმა შვილმა  1995 წელს  მიჰყიდა  ყიფიანის ქუჩაზე მცხოვრებ  გურამ ჩიჩუას. იგი ამბობდა,რომ მიუხედავად იმისა რომ პირადად არ იცნობდა ფარაჯანოვს, ყველასათვის ცნობილი იყო  მისი კარგი რეპუტაცია. „ფარაჯანოვი მართლაც კარგი და დადებითი ადამიანი იყო. ეს სახლი მე შევიძინე მის უკრაინაში მცხოვრებ შვილისგან. ფარაჯანოვი თავისი შესაძლებლობებით მასპინძლობდა მეზობლებს, ყოველთვის ეხმარებოდა მათ. ცხოვრობდა ჩვეულებრივი ცხოვრებით,როგორც ყველა დანარჩენი“.

გურამ  ჩიჩუას საინტერესო ისტორია ახსენდება ფარაჯანოვის ცხოვრებიდან. „იმ წლებში კარაქი ძლიან ძვირი იყო. მახსოვს,მას ხშირად მოჰქონდა კარაქი და მეზობლებს ურიგებდა. მას ძალიან უყვარდა ჯინსები,ჩვენი მეზობლებიდან  ბევრი ახლაც ინახავს ფარაჯანოვის ნაჩუქარ ჯინსებს“.

2014  წელს  ფარაჯანოვის შესახებ  ფოტოგრაფმა  იური  მეჩითოვმა  გამოუშვა  ალბომი რომელიც მთლიანად სერგო ფარაჯანოვს მიუძღვნა. „სინამდვილეში მას კარგად არავინ არ იცნობს, იგი არანორმალური ადამიანი იყო და ეგ იყო მისი გენიალურობა“.ასე აღწერს მას მისი მეგობარი  ცნობილი ფოტოგრაფი  იური მეჩითოვი.  „ალიქთან“ საუბრისას მან თქვა „სერგო აღმერთებდა  გადაღბას, ამბობდა  იურა  გადაიღე  წინ წახვალ. მე მივხვდი,რომ მართლაც წინ წავედი,მისი დამსახურებაა,რომ ორჯერ ვიყავი აშშ-ში,საფრანგეთში და ლონდონში“.

13833375_1206016386095671_824472272_o-300x169-300x169ჩიჩუები  თავიანთ სახლში ღირსეულად ინახავენ ფარაჯანოვის დროინდელ ნივთებს. მათ  სახლის  სხვენი  გაარემონტეს და სასტუმროდ გადააკეთეს. „ამ სასტუმროსთვის გადავწყვიტეთ დაგვერქმია „ფარაჯანოვი“.ამ სასტუმროში გაჩერდა სომხეთიდან ჩამოსული ერევნის ფარაჯანოვის სახლმუზეუმის დირექტორი. სასტუმროში არის 5 ოთახი.როდესაც მეზობლებმა გაიგეს სასტუმროს გახსნის შესახებ მისი ნაჩუქარი ფოტოებიდან 2 გვაჩუქეს. ამ ფოტოს ჰქვია „ჯინ ჩაი“,რომელიც ნიშნავს,რომ ჩაიდნიდან ჯინი გამოდის,ეს კი სერგეი ფარაჯანოვის ხელის გულია, ხედავთ რა დიდი ხელი ჰქონია მას…“

1986  წელს ნახატების  უკან ფარაჯანოვის ხელმოწერა და დიდი ასოებით დაწერილი წარწერა იყო,რომელიც წლების  განმავლობაში ნახევრად წაიშალა და საკითხავად ძალიან ძნელი გახდა. ნახატების  გარდა  ჩიჩუას  კიდევ  ერთი  ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი აქვს შენახული „სახლის სხვენში დღემდე ინახება  მისი აკვანი, რომელიც ცნობილია ფილმებიდან. ამ აკვანის ფოტო არის მეჩიტოვის  მხრიდან გამოქვეყნებულ ალბომში. სხვენში აღმოვაჩინეთ ფარაჯანოვის ხელანკეთი  თოფი, კერამიკისგან  დამზადებული ნივთბი“ – ჩიჩუა სიამაყით გვაჩვენებს ფარაჯანოვის  ხელნაკეთ რამდენიმე ნივთს.

„მე ვარ სომეხი , ვცხოვრობ თბილისში, ბრალს მდებენ   უკრაინულ ნაციონალიზმში,-ასე უპასუხა ფარაჯანოვმა „ვინ ხარ შენ?“ კითხას. მან  დაამატა, რომ სადაც არ უნდა იყოს  მაინც კარგ ფილმებს გადაიღებს, თუნდაც აფრიკაში გამიშვათ მაინც კარგ ფილმებს გადავიღებ“.

 

Leave a Reply