განვითარებული მოვლენების შედეგად ჰოსპიტალიზირებულია 11 ადამიანი

საპატრულო პოლიციის ტერიტორიაზე  განვითარებული  მოვლენების  შედეგად  ჰოსპიტალიზირებულია  11 ადამიანი, მათგან  4 პოლიციელი.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28  ივლისს დილის 10:00 საათზე  საპატრულო პოლიციის ტერიტორიაზე  შეიარაღებული ინციდენტის და შემდგომ განვითარებული  მოვლენების შედეგად  საავადმყოფოში  გადაყვანილი იქნა   11 პირი, მათ შორის  4 პოლიციის თანამშრომელია. სამინისტროს ინფორმაციით, 3 მათგანი იმყოფება  ციხის საავადმყოფოში.

შეგახსენებთ,რომ 17 ივლისს „სასნა წრერ“ დაჯგუფების წევრებმა  დაიკავეს სომხეთის რესპუბლიკის , ერევნის, ერებუნის რაიონული   საპატრულო პოლიციის შენობა.  პარალელურად უკვე  მე-12  დღეა ხორენაცის ქუჩაზე  მოქალაქეები  მიტინგს  მართავენ შეიარაღებულ პირთა მხარდასაჭერად, წერს tert.am საინფორმაციო სააგენტო.

 

Leave a Reply