Latest posts by Aliq Media (see all)
როგორც „azatutyun.am”-ი გადმოსცემს 27 ივლისის გვიან ღამით პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აშოტ აჰარონიანი თავის ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ შეიარაღებულ პირთა მხრიდან დაკავებული საპატრულო პოლიციის ტერიტორიიდან გასროლები განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით, რამაც საფრთხე შეუქმნა ტერიტორიის გარეთ მყოფ სამართალდამცველებს და მოქალაქეებს.
აჰარონიანმა განაცხადა, რომ საპატრულო პოლიციის ტერიტორიაზე სამართალდამცველებს ჩაბარდნენ შეიარაღებული ჯგუფის წევები გაგიკ იეღიზარიანი და არამ ჰაკობიანი.
„გასროლები იყო, რომლის შედეგადაც დაშავდა ერთი სამართალდამცველი და პაველ მანუკიანი მის ვაჟთან არამთან ერთად. სამივე გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. მისი თქმით დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც საპატრულო პოლიციის შენობაში იმყოფებიან. ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, და მოლაპარაკებები მიმდინარეობს “- განაცხადა აჰარონიანმა.
„სასნა წრერ“ შეიარაღებული ჯგუფის განცხადებით „პოლიციელებმა თავდასხმა განახორციელეს საპატრულო პოლიციის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც დაშავდნენ პაველ მანუკიანი, არამ მანუკიანი, გევორქ ირიციანი და სავარაუდოდ ჯგუფის სხვა წევრებიც. პოლიციელებმა ტყვედ აიყვანეს პაველი, არამი, გაგიკ იეღიზარიანი და ჯგუფის კიდევ ერთი წევრი.“
პაველ მანუკიანი და მისი შვილი არამ მანუკიანი გადაყვანილ იქნენ „ერებუნი“-ს საავადმყოფოში სადაც მათ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ. ოპერაციის შემდეგ ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ამჟამად მათი მდგომარეობა მძიმეა. ორივე ხელოვნურ სუნთქვაზეა შეერთებული.
” „ერებუნი“-ს საავადმყოფოში მიღებული იქნა სამი დაშავებული, მათ შორის ერთი პოლიციელი. მას აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.“
შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს ხორენაცის ქუჩაზე პოლიციელებმა ათეულობით ადამიანი დააკავეს.