სერჟ სარგისიანი: სომხეთში  ძალითა და მძევლად აყვანის მეშვეობით  პრობლემები არ გვარდება

22 ივლისს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჟ სარგისიანმა უშიშროების სხდომა მოიწვია, რომელსაც  ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის, პოლიციის, პროკურატურისა და საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ძალოვანებმა  ქვეყნის პირველ პირს  2016 წლის 17 ივლისს  ერევნის ერებუნის რაიონის  საპატრლო პოლიციის  ტერიტორიაზე  მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და მას შემდეგ  განვითარებულ  მოვლენების  შესახებ  დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე წარუდგინეს განხორციელებული ღონისძიებების  შედეგები. ამის შესახებ იუწყება სააგენტო armenpress.am ,  სომხეთის  რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით.

რესპუბლიკის  პრეზიდენტს  აგრეთვე მიაწოდეს ინფორმაცია, რაიონული  საპატრულო პოლიციის  ტერიტორიაზე  მძევლად  აყვანილი პირების განთავისუფლებისთვის, შეიარაღებული  პირების   მხრიდან  იარაღის დაყრის  და ხელისუფლებისთვის ჩაბარების მოთხოვნის შესახებ ჩატარებულ  აქტიური მოლაპარაკების თაობაზე.

სომხეთის რესპულიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ შექმნილი  ვითარებიდან   გამოსავალი უნდა იყოს მხოლოდ მშვიდობიანი, და აუცილებელია ამ მიზნით განხორციელდეს  ყველა  შესაძლო ღონისძიება.  მნიშვნელოანია აგრეთვე   ყველა კანონდარღვევის  ყოვლისმომცველი და სამართლიანი გამოძიება, აგრეთვე  დამნაშავებისთვის   გარდაუვალი სასჯელის უზრუნველყოფა. მოლაპარაკებათა შედეგად სამართალდამცავ ორგანოთა ხელმძღვანელებს მიეცათ შესაბამისი დავალებები.

„ჩვენი მორიგი თათბირის დაწყებამდე  კიდევ ერთხელ  ვაღიაროთ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ დღეებში  განიცდის ურთულეს და პასუხისმგებელ დღეებს. მიზეზებს, რა თქმა უნდა არ მივუბრიუნდები. ახლა  მაგისი დრო არგვაქვს.  ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ეს ჩვენთვის გაკვეთილია.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ  გარდაცვლილი პოლიციელის,  პოლკოვნიკ არტურ ვანოიანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ  შექმნილი რთული ვითარება დარეგულირდეს და მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს.

ყველაზე  საშიში რაც ამ დღეებში ხდება , ისაა რო ვიღაცას  ჰგონია საკითხი ძალისმიერი მეთოდებით   გადაიჭრება. სწორედ ასეთმა მცდარმა შეხედულებებმა შესაძლოა მიგვიყვანოს ძალიან საშიშ ვითარებამდე, რაც საფრთხეს შეუქმნის არამართო ქვეყანას , არამედ სახელმწიფოებრიობას.

 

სომხეთში ძალისმიერი გზით, თავდასხმით და მძევლად აყვანით საკითხები არ მოგვარდება. მაგის ნებას ჩვენ  არ მივცემთ. ამ სიტუაციის გადაჭრა უნდა იყოს  ჩვენი, ჩვენი  მოსახლეობის, სახელმწიფოს  სიმწფის უმნიშვნელოვანესი გამოცდა.

საპატრულო პოლიციის   ტერიტორიაზე მყოფ  შეიარაღებულ პირებს  მოვუწოდებ გამოიჩინონ თავშეკავებულობა და თავიანთი პროვოკაციული ქმედებებით რისკის ქვეს არ დააყენონ  სხვისი ცხოვრება.

მძევლები უნდა გაშვებულ  იქნან.

შეირაღებულმა  პირებმა იარაღი უნდა დაყარონ .

პროცესები უნდა განვითარდეს  სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონების უმკაცრესი დაცვით.

პირადი შურისძიების ნებისმიერი მცდელობა  უმკაცრესად დაისჯება .

დიახ, სომხეთში ბევრია უკმაყოფილო,  მაგამ  ნურავის შეეშლება და ნურც იფიქრებს, რომ შეუძლია რაიმე მიზეზი ან შესაძლებლობა გამოიყენოს  ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძვლებისთვის ზიანის მისაყენებლად.

მოვუწოდებ  ჩვენი საზოგადოენის ყველა წარმომადგენელს თავიანთი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები განახორციელონ მხოლოდ მშვიდობისა და კანონის ფარგლებში.

ასევე  მოვუწოდებ, რომ ყურადღება არ მიაქციონ უკიდურესი ნაბიჯიებისა და პროვოკაციებისკენ  მობიძგე   პირების შემოთავაზებებსა და იდეებს. იგ იდეები შესაძლოა ახალი მსხვერპლის მიზეზად გვექცეს.

მოვუწოდებ თითოეულ პირს გააცნობიეროს პროვოკაციისა და უკიდურესი ნაბიჯებიდან გამომდინარე რეალური საფრთხეები.

სამართალდამცავ ორგანოთა ხელმძღვანელებს გავალებთ გააგრძელოთ თქვენი მოქმედებები უმკაცრესი თავშეკავებულობით, კანონის ფარგლებში.

ჩვენ ვაგრძელებთ შესაძლო ყველა მოქმედების განხორციელებას რათა შექმნილ ვითარებას მიეცეს საბოლოო მშვიდობიანი გადაწყვეტა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შეიარაღებულ ჯგუფს რაც  შეიძლება მალე  დაყარონ იარაღი.

ჩვენ ვმოქმედებთ, ვიმოქმედებთ მოთმინებით. ჩვენი  ქვეყნის  თითოეული მოქალაქის სიცოცხლე  ჩვენთვის უძვირფასესია.

ჩვენ არ წავსულვართ მსგავს სიტუაციაში კლასიკურად მიღებული გზით. ამით ჩვენ შეიარაღებულ პირებს უკან ნაბიჯის გადადგმის საშუალება მივეცით. იმედი მაქვს რომ ისინი გონს მოვლენ.

მაგრამ ჩვენ უფლება არ გვაქვს  დავუშვათ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ დაძაბულობის მძევალი გახდეს.

ვფიქრობ, რომ შექმნილი ვითარება უკვე  დიდხანს გრძელდება, ვიდრე ჩვენ  შეგვიძლია საკუთარ თავს ამის  ნება მივცეთ. აპრილის თვიდან ჯერ იმდენათ დიდი ხანი არ გასულა, რომ ჩვენმა საზოგადებამ თავის თავს ნება მისცეს დაივიწყოს მომხდარი.

კიდევ ერთხელ  ყველას სიფხიზლისა და თავშეკავებულობისკენ მოვუწოდებ სომხეთის რესპუბლიკის და  ჩვენი ხალიხის მომავლის გულისათვის“- განაცხადა   სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა თათბირის დროს.

ფოტო: politik.am

Leave a Reply