ამბოხებულების ტელეფონები გამორთულია.საპატრულო პოლიციის ტერიტორიაზე 2 ავტობუსია შესული.

ერებუნის   საპატრულო პოლიციაში,  რომელიც  კვირა საღამოს  დაკავებულ იქნა  სასნა წრერ  დაჯგუფების მხრიდან, ღამემ მშვიდად ჩაიარა.

სამწუხაროდ  ამბოხებულებთან  დაკავშირება  ჯერჯერობით  შეუძლებელია.მათი მობილურები გამორთულია.  „ნორ ჰაიასტან“ („ახალი სომხეთი“) მოძრაობის წევრი კარო იეღნუკიანმა   ცოტა ხნის წინ  ჩვენთან  საუბრისას  თქვა, რომ  ის  ვერ უკავშირდება  საპატრულო პოლიციის  ტერიტორიაზე  მყოფ  მის  მეგობრებს.

მისი თქმით  საპატრულო პოლიციის ტერიტორიაზე  ჯარისკაცებით სავსე  2  ავტობუსია  შესული, რითაც დაირღვა შეთანხმება. კითხვაზე, თუ  როგორი იყო შეთანხმება ძალოვან სტრუკტურებთან  იეღნუკიანმა გვიპასუხა.

„შეთანხმება შემდეგნაირი იყო. ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის  მეშვეობით  ალექ ენიგომშიანი  შეხვდა  ჟირაირ შეფილიანს, შემდეგ შეხვდა ამბოხებულებს და მათ  გადასცა  მოლაპარაკებების დროს წინ წაწეული მოთხოვნები. საპასუხოდ ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ   დღეს ღამით ისინი ამ შემოთავაზებებს უპასუხებენ. გუშინ გარკვეული მოძრაობა იყო, მერე, როცა ჩვენ გავარფრთხილეთ საფრთხის შესახებ ისნი გაჩერდნენ, ახლა კი მათი ტელეფონები გამორთეს,რომ აღარ  გაგვეფრთხილებინა  სხვადასხვა მოძრაობების შესახებ. ჩვენ რომ გვქონოდა მათთან კავშირი,ისინი შეგვატყობინებდნენ  მოძრაობის შესახებ, ამიტომაც  მათი ტელეფონები დაბლოკილია, რომ ინფორმაცია არ მივიღოთ“.

ბოლოს როდის  გაესაუბრეთ შიგნით მყოფ ადამიანებთან. „გუშინ გვიან ღამით“.

სურათი-  armtimes.com

 

Leave a Reply