Latest posts by Aliq Media (see all)
თბილისის “დინამო” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხურ კლუბს, “ალაშკერტს” დაუპირისპირდება.
ჩვენი მეზობელი ქვეყნის გუნდმა ორ მატჩიან დუელში ასპარეზობას გამოთიშა ანდორული “სანტა კოლომა” და ახლა “დინამოს” ბარიერი ექნებათ დასაძლევი.
ამ გუნდებს შორის დაპირისპირების პირველი შეხვედრა თბილისში, “დინამო არენაზე” 12 ივლისს გაიმართება. “დინამოს” მეტოქე სომხური “ალაშკერტი” ქვეყნის ჩემპიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს, წერს footballnews.ge .