Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს პენსიონერთათვის მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებლის სტატუსის მინიჭების პროცესი, რათა მათ შეძლონ სექტემბრიდან მიიღონ საპენსიო დანამატი. თუმცა, შესაძლოა ყველა პენსიონერისთვის სტატუსის მინიჭება ვერ მოესწროს.
პენსიონერთა განცხადებები, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების სტატუსის მისაღებად, შეგროვდა რაიონის თითქმის ყველა სოფელში და წარდგენილი იქნა რაიონის გამგეობაში. ზუსტად რამდენი მოსახლე დარჩა 64 სოფლიდან, ახალქალაქის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელ ხაჩატურ ალექსანიანს გაუჭირდა პასუხის გაცემა, თუმცა მან ახსენა, რომ განცხადებების 90% უფლებამოსილ პირებს უკვე მოუტანიათ, დარჩენილია მხოლოდ მათი დარეგისტრირება. ქალაქიდან მიღებულია ათამდე განცხადება. სტატუსის მინიჭების პროცესის გასაიოლებლად და პროცესის სექტემბრამდე დასასრულებლად, პირველ რიგში, ახალქალაქის რაიონული გამგეობის იურიდიულმა განყოფილებამ დამატებითი თანამშრომლები აიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო jnews.ge იუწყება, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის“ თანახმად, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებლების ასაკობრივ პენსიებს დანამატი ექნება, რის შემდეგაც პენსია შეადგენს 2016 ლარს. ამის გამო ახალქალაქის რაიონის ყველა პენსიონერი ჩქარობს მიიღოს სტატუსი, რათა შეძლონ ამ ცვლილებით სარგებლობა.
ახალქალაქის რაიონის გამგეობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხაჩატურ ალექსანიანის მიხედვით, სამუშაო საკმოდ დიდია, რადგან გარდა პენსიონერებისა, მოდიან ასევე სხვა მოქალაქეებიც, რომელთაც სურთ სტატუსის მინიჭება.
„უკვე 2000-ზე მეტი განცხადებაა. სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. ჩვენი თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ სექტემბრამდე მოსასწრებად. მე ვფიქრობ, რომ მიღებულ განცხადებათა 80-90% მანამდე მზად იქნება“- ამბობს ალექსანიანი.
ახალქალქის რაიონულმა გამგეობამ პენსიონერთა განცხადებების წარდგენის პროცესის რამდენიმე სავალდებულო საბუთი მოიხსნა და პროცესში ჩართული იქნა სოფლებისა და ქალაქების უფლებამოსილი პირები. უფლებამოსილი პირები თავად მიდიოდნენ პენსიონერების სახლებში, თვითონ ავსებდნენ ბლანკებს, ხოლო შემდეგ, მიჰქონდათ რაიონის გამგეობაში სარეგისტრაციოდ. ხოლო ქალაქში მცხოვრები პენსიონერები, რომლებსაც სურთ ისარგებლონ გაიოლებული წესით სტატუსის მისაღებად, განცხადება უნდა დაწერონ რაიონის გამგებლის სახელზე, რის შემდეგაც რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების თანამშრომლები თავად მივლენ განცხადების წარმდგენთან და შეავსებინებენ ბლანკს.
ერთი თვის განმავლობაში მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრების სტატუსი მიენიჭა 500 პენსიონერს. 1500-2000-მდე მოსახლეს უხლოეს მომავალში მიენიჭება. უნდა აღინიშნოს, რომ რაიონში არის 9400 პენსიონერი, რომელთაგან 3000-ს სტატუსი ავტომატურად მიენიჭა, რადგან მათ ჰქონდათ სოციალური ერთეულები. დანარჩენი სტატუსს მიიღებს გაიოლებული წესით.