საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუქის ოფიცილურ გვერდზე 6 ივლისს გამოქვეყნდა ინფორმაცია საქართვველოს პრემიერ-მინისტრსა და სომხეთის ტრანსპორტისა დ აკავშირგაბმულობის მინისტრ გაგიკ ბეგლარიანის შეხვდრის შესახებ.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო დერეფნის მეშვეობით ტვირთების გადაზიდვასა და მაგისტრალებს, რომელთა განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. მათ შორის დასახელდა E-60 ტრანზიტული დერეფანი, ასევე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებები.
შეგახსენებთ, რომ E-60 ავტომაგისტრალი საქართველოში აზერბაიჯანის საზღვართან, წითელ ხიდთან იწყება და შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ფოთის პორტთან მთავრდება. დერეფნის საქართველოში არსებული მონაკვეთი დაახლოებით 392 კილომეტრი სიგრძისაა.
აღინიშნა, რომ სომხეთიდან საქართველოს გავლით ტვირთების გადასაზიდად, ოპტიმალურია რუსთავი-სადახლოს და თბილისი-გეგუთის მიმართულებები.
შეხვედრისას ასევე ისაუბრეს ხაშური-ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მიმართულების განვითარების პერსპექტივაზე.
შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე დაესწრნენ.
ფოტო: პრემიერ-მინისტრის facbook გვერდიდან.