Latest posts by Aliq Media (see all)
კომპანიამ Technology and Science Dynamics 6 ივნისს სომეხ მომხმარებელს წარუდგინა არმფონის (Armphone) პირველი სომხური სმარტფონები, რომლებიც მწარმოებლის მიხედვით, არა მხოლოდ გარეგნობით და ხელმისაწვდომობით, არამედ მაღალი შესაძლებლობებით დააკმაყოფილებენ ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის მოთხოვნებს.
„ვფიქრობ, ამიერიდან ჩვენს ახლობლებსა და მეგობრებს უნდა მოვუწოდოთ ისარგებლონ სომხური წარმოებით, რათა ხელი შევუწყოთ ყველა იმ პოტენციურ მწარმოებელს, რომელთაც სურვილი აქვთ სომხეთში აწარმოონ“ – თავის სიტყვაში აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის ვიცე მინისტრმა ემილ ტარასიანმა, რომელიც ასევე ესწრებოდა პრეზენტაციას.
ტექნიკური შესაძლებლობები და პრივილეგიები
სმარტფონები მუშაობენ სტანდარტული Android-ით. ორი მოდელი მუშაობს Android 6.0-ით, სამი კი Android 5.1-ით. TSD Octa A0520P სმარტფონს აქვს 5.1-დიუმის სენსორული Full HD ეკრანი. მას აქვს 1.3GHz პროცესორი და 3GB ოპერატიულლი მეხსიერება. რაც შეეხება კამერებს, TSD Octa A0520P-ს აქვს 13 მპ ძირითადი კამერა და 8 მეგაპიკსელი წინა კამერა. ტელეფონი მუშაობს 2 სიმ-ბარათით.
ყველაზე ძვირადღირებულ მოდელს აქვს ალუმინის კორპუსი. არის ასევე მოდელები პლასტმასისა და მინის კოპრუსებით. მოდელებიდან ერთ-ერთი წყალგაუმტარიც კი არის.
სომხური სმარტფონის ფასი მერყეობს 51-151 ათას დრამს შორის, რაც დაახლოებით 230-690 ლარს შეადგენს.
ინფორმაციას სომხური სმარტფონის შესახებ ავრცელებს ინტერნეტ-რესურსი b4b.am.