სომხურ მხარეს აზერბაიჯანის მოქალაქე გადმოვიდა

7 ივნისს სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე, ქალაქ იჯევანის მიმართულებით, სმხურ მხარეს გადმოსულა აზერბაიჯანის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ზოჰრა ვალიევა ვარდაზარ ქზი. ის თოვუზის რაიონის  სოფელ აიანხლიდანაა.

ეს ინფრომაცია საინფრომაციო სააგენტო yerkirmedia.am-ს დაუდასტურა სომხეთის მძევალთა, ტყვეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა არმენ გაფრიელიანმა.

ამ დროისთვის ტარდება შესაბამისი შემოწმებითი სმუშაოები  პირის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სომხურ მხარეს გადასვლის პირობების გასარკვევად.

ფოტო: yerkirmedia.am

 

Leave a Reply