კარმირგიუღში სარწყავი არხები გასაწმენდი იყო

მარნეულის რაიონის სოფელ კარმირგიუღში ბევრი ადგილობრივის საარსებო საშუალება სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალია.

ამის მიუხედავად, სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სარწყავი არხების ჩაკეტვის გამო კვირებია სარწყავი წყალი არ ჰქონდათ.

 წელსაც იგივე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები ასევე აღნიშნავენ, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს რამდენჯერმე მიმართეს. ისინი პრობლემის მოგვარებას ჰპირდებიან, თუმცა ყოველთვის აგვიანებენ, რის გამოც ყველაფერი ფუჭდება.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, ისინი თითქმის ყველაფერს თესავენ: ლობიო, კომბოსტო, პომიდორი. მთავარი პრობლემა არხების გაწმენდაა, სოფელში ბევრი მოსავალია გაფუჭებული. ჰექტარზე ბროკოლი და კომბოსტო ჰქონდათ და უწყლობის გამო ესეც დაიწვა.

 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კარმირგიუღს ემსახურება საქართველოს სამელიორაციო დეპარტამენტი. 

მიღებული ინფორმაციით, მათ არხის გაწმენდა ივლისის დასაწყისში დაიწყეს. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის 5 ივლისს დასრულდა.

„ალიქ მედია“-მ დაუკავშირდა სოფელ კარმირგიუღის უფროსს, რათა გაარკვიოს რა მიზეზით დააგვიანეს არხების გაწმენდა, ახლა რა მდგომარეობაა სოფელში და იღებს თუ არა მოსახლეობა წყალს, მაგრამ სოფლის უფროსმა უარი თქვა ყოველნაირი პასუხის გაცემის.