საბავშვო ბაღად გადაკეთებული რიტუალების სახლი სოფ. ჟდანოვაკანში, აღსაზრდელთა ტრანსპორტირების მოუგვარებელი პრობლემა და საბავშვო ბაღების მშენებლობის პრობლემა სოფ. ფოკაში, მამწვარაში, განძაში

2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე, ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტის ამჟამინდელმა მერიმა, ანივარდ მოსოიანიმა დაპირდა
მოსახლეობას, რომ „ქართული ოცნების“ უმნიშვნელოვანესი პრიორიტებების –
განთლებისა და მეცნიერების მიმართულებით რიგი ღონისძიებები
გატარდებოდა. ჩამონათვალში წერია,წინასაარჩევნო დაპირებები მოიცავდა, რომ
გაგრძელდებოდა ა საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მათ შორის
საბავშვო ბაღების მშენებლობა ჟდანოვაკანში, ფოკაში, მამწვარაში, განძაში და
საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნებოდა აღსაზრდელთა
ტრანსპორტით მომსახურება. ამის შესახებ ვკითხულობთ „ქართული ოცნების“
მიერ გამოქვეყნებულ ნინოწმინდისთვის მომზადებულ საარჩევნო პროგრამაში.
2021 წლის 16 აგვისტოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა
ტენდერი (NAT210015585) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ჟდანოვში
საბავშვო ბაღის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო
შესყიდვის მიზნით, რომელიც მოიგო „შპს მეგობრობა-5“-მა (ს/კ: 424072880).
ხეშეკრულების ღირებულება შეადგენდა 72 460 ლარს და სამუშაოები
ხელშეკრულების დადებიდან (17.09.2021) 12 კვირის ვადაში უნდა
შეესრულებინა (09.12.2021)., თუმცა აღნიშნული სამუშაოები კომპანიამ 47 დღის
ვადაგაცილებით ჩააბარა, რის გამოც 3 405.62 ლარით დაჯარიმდა. როგორც წერია
განმარტებით ბარათში, წერია, ამ ტენდერის ფარგლებში, არა თუაშენდა არა
ახალი შენობა აშენდა საბავშო ბაღისთვის, არამედ ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტის სოფ. ჟადანოვაკანში 65.13.34.386 საკადასტრო კოდზე
რეგისტრირებული რიტუალების სახლის შენობა გადაკეთდა საბაშვო ბაღად
გადაკეთდა (იხ. სიტუაციური გეგმა).

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2023 წელს გამოაცხადა
2 ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებული იყო მათ შორის სოფელ ჟდანოვის
საბავშვო ბაღის სახურავის რეაბილიტაციაც. აქედან ერთი ტენდერი არ შედგა
(NAT230013996)., ხოლო მეორე ტენდერი (NAT230016598) ინდივიდუალუმა
მეწარმემ სირაკან ზაქარიანმა (ს/კ: 07001032754) მოიგო (ტენდერის ღირებულება
ჯამში – 20048.2 ლარი) და 2023 წლის 13 ნოემბერს სამუშაოები მუნიციპალიტეტს
ჩააბბარდა.

რაც შეეხება დაპირებაში ხსენებულ დანარჩენ სოფლებს – ფოკას, მამწვარას,
განძას, ამ სოფლებში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით,
არცერთი ტენდერი არ გამოცხადებულა – არ იძებნება მსგავსი ტენდერ(ებ)ი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე 2022-2024 წლების პერიოდში
არ იძებნება.
საინტერესოა, რომ ზემოთ აღნიშნულ სოფლებში საბავშვო ბაღების მშენებლობის
საკითხი არც მუნიციპალიტეტის 2022-2024 წლების ბიუჯეტებში იყო შეტანილი.
2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო სამ სხვა სოფელში საბავშვო
ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ეს სოფლებია: რადიონოვკა, პატარა ხანჩალი,
ყულალისი და ამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 637.7 ათასი ლარი (იხ.
სურათი 1). 2024 წლის ბიუჯეტში კი, გათვალისწინებულია სოფ. დილიფისა და
სოფ. ჯიგრაშენის, ასევე სოფ. რადიონოვკის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია (იხ.
სურათი 2). 2023 წლის ბიუჯეტში კი, საერთოდ არაა საუბარი ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის საკითხზე
საუბარი საერთოდ არაა.

როგორც აცხადებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ფოკის ერთ-ერთი
მაცხოვრებელი აცხადებს, ახალი საბავშვო ბაღის შენობა არ აშენებულა: „ძველი
„კლუბის“ შენობაში, უკანა ნაწილში მდებარეობს ჩვენი საბავშვო ბაღი.
ესაჭიროებდა რეაბილიტაცია და მარტო კოსმეტიკური სამუშაოები ჩაუტარდა,
აპირებდნენ სააბაზანოს მოწყობას, თუმცა მაგისთივსაც არაა ნორმალური ფართი
და პატარა ოთახში აპირებენ გაკეთებას, როგორც ვიცი. ყოველ შემთხვევაში,
ახალი შენობა არ აუშენებიათ“.
ის, რომ სოფ. მამწვარაშიც არ აუშენებიათ საბავშვო ბაღი სოფ. მამწვარაშიც არ
აუშენებიათ, ადასტურებს მიმდინარე წლის 22 აპრილს გამოქვეყნებული რადიო
„NOR”-ის სტატიითაცა დასტურდება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საბავშვო

ბაღების არარასებობის / მშნებელობის პრობლემასთან დაკავშირებით: „თორია
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის იმ სოფელთა სიაშია, სადაც დღემდე არ არის
საბავშვო ბაღი. ამავე სიაშია პატარა გონდრიო, მამწვარა, პატარა არაქალი, სამება,
უჩმანა, ყაურმა და სხვა“, – ვკითხულობთ სტატიაში.
რაც შეეხება სოფ. განძას,, როგორც გაირკვა ინტერვიუს დროს, აქაც არ
აუშენებიათ დღემდე საბავშვო ბაღისთვის შენობა არც აქ აუშენებიათ და კვლავ
სოფლის ერთ-ერთი შენობის ნაწილში არის განთავსებული: „სოფელში გვაქვს
საბავშვო ბაღი, თუმცა რაღაც დიდი შენობაა და მაგაშია გამოყოფილი ფართი,
ცალკე სპეციალურად საბავშვო ბაღისთვის შენობა არ გვაქვს. 2021 წელს
მიდიოდა საუბარი, რომ უნდოდათ აშენება, თუმცა გარკვეული პრობლემები
გაჩნდა, როგორც ამბობენ, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, სადაც უნდოდათ
აეშენებინათ და გადაიდო, /გაქრა დღის წესრიგიდან ეს საკითხი. ამ შენობის
მდგომარეობა, სადაც ახლა საბავშვო ბაღია, სახარბიელო არაა და მოსახლეობა
უკმაყოფილოა, საბავშვო ბაღისთვის ცალკე ახალი შენობა ნამდვილად
გვჭირდება. რაც შეეხება ტრანსპორტირების საკითხს, საბავშვო ბაღში
ძირითადად ჩვენი სოფლის ბავშვები დადიან, რამდენიმე ბავშვი გვყავს სოფ.
საღამოდან და მათ ტრანსპორტირებაზე თავად მშობლები ზრუნავენ, არ
ემსახურებათ სპეციალური ტრანსპორტი“, – ამბობს სოფ. განძის მაცხოვრებელი
ჰ.მ.
აღსანიშნავია, რომ აღსაზრდელთა ტრანსპორტით მომსახურება ცალკე მწვავე
პრობლემაა, რადგან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 17 საბავშვო ბაღია,
საიდანაც 2 უშუალოდ ქ. ნინოწმინდაში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 15 –
სოფლებში., 16 სოფელში – საერთოდ არ არსებობს საბავშვო ბაღი საერთოდ არ
არის, რაც იმას ნიშნავს, რომ 16 სოფლის სკოლამდელი ასაკის ბავშვი
მოკლებულია შესაძლებლოობას, მიიღოს კანონით გარანტირებული
სკოლამდელი განათლება. აქედან გამომდინარე, იმ სოფლებში, სადაც არ არის
საბავშვო ბაღი, მშობლებს საკუთარი ძალებით ძალისხმევით უწევთ ბავშვების
გადაყვანა სხვა სოფლის საბავშვო ბაღში, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებთანა
და დროისფინანსურ და სხვა სახის გამოწვევებთან ფაქტორთან არის
დაკავშირებული, მით უმეტეს იმათთვის, ვისაც პირადი მანქანა არ ჰყავს.
მუნიციპალიტეტის მერის, ანივარდ მოსოიანის დაპირების მიუხედავად, მაინც არ
არსებობს აღსაზრდელთა გადასაყვანი ტრანსპორტი.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის,
ანივარდ მოსოიანის ეს დაპირება არ შესრულებულა – ახალი საბავშვო ბაღები არც
სოფ. ფოკაში, არც სოფ. მამწვარაში და არც სოფ. განძაში არ აშენებულა, სოფ.
ჟდანოვანაკანში კი რიტუალების სახლის გადაკეთების შედეგად გაჩნდა
საბავშვო ბაღი. ტრანსპორტირების საკითხიც მოუგვარებელია. „ალიქ მედია“
აკვირდება მოვლენებს და ამ დაპირებასთან დაკავშირებით სიახლეებისშემთხვევაში, აუცილებლად მოგაწვდით გადამოწმებულ ფაქტებს.დამატებით
ინფორმაციას.