Latest posts by Aliq Media (see all)
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს ნინოწმინდისა
და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატის, სამველ
მანუკიანის წინასაარჩევნო ბუკლეტის თანახმად, 2020-2024 წლების
განმავლობაში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში
შედიოდა ახალქალაქი-დილისკა-ჩუნჩხა-პტენა გზების რეაბილიტაცია (1 000
000 ლარი).
ახალქალაქიდან 8,5-11 კმ დაშორებული სოფლები, ჩუნჩხა და პტენა
ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლებია. ადგილობრივების
თქმით დღემდე აქტუალურ პრობლემებად რჩება გზა და გაზმომარაგება. სულ
რაღაც ორი წლის წინ პტენაში მოსახლეობა ამბობდა, რომ თუ გზები არ
გაკეთდებოდა და სოფელში გაზს არ გაიყვანდნენ, მაშინ სოფელს
დატოვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემები უკვე მრავალი წელია
არსებობს და მოსახლეობაც მუდმივად აპროტესტებს, სოფლების
გაზიფიცირება საბოლოოდ მხოლოდ გასულ წელს განხორციელდა, ხოლო
გზის საკითხი დღემდე გაურკვეველია.
2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიების დროს სამველ მანუკიანი ჩუნჩხა
სოფლის მაცხოვრებლებთან შეხვედრის დროს, ადგილობრივებს ასფალტის
დაგებას დაჰპირდა: ,,…Очень много вопросов есть, обязательно, не может
быть деревни без вопросов, мы пока туда не дошли. Но у нас в этом году, не в
этом, а в будущем году намечаются еще и асфальт и если этот асфальт тоже
будет, … не если он будет обязательно и это уже будет очень похожи на
город, вам очень легко будет доехать…’’
՝՝…ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყოს
სოფელი პრობლემების გარეშე, ჩვენ ჯერ იქამდე არ მისულვართ. მაგრამ ამ
წელს, არა, ამ წელს არა, არამედ მომავალ წელს, დაგეგმილია ასფალტის
დაგება და თუ ეს ასფალტი გაკეთდება…არა "თუ", არამედ აუცილებლად
გაკეთდება, ეს უკვე ძალიან დაემსგავსება ქალაქს და თქვენ ძალიან ადვილად
შეძლებთ იქ მისვლას…’’ – თქვა სამველ მანუკიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. დილისკის მთავარი გზა მთლიანად
მოასფალტებულია (1.150კმ.): ,,ჩვენი სოფელი დიდია, მაგრამ მარტო მთავარი
გზაა ასფალტირებული, ჩვენთვის კარგი იქნება თუ ამ გზის გარდა სხვაგანაც
ასფალტი იქნება. რაც შეეხება ჩუნჩხასა და პტენას, წინა წელს თქვეს რომ
გააკეთებენ, მაგრამ არ გააკეთეს და მარტო გზა გაუსწორეს ცოტა’’, – აცხადებს
ერთ-ერთი ადგილობრივი.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ახალქალაქის
მუნიციპალიტეტის მიერ 2021 წლის 25 იანვარს გამოცხადებული იყო
ტენდერი (NAT210001056), 45 000 ლარი – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის
საავტომობილო გზის, სოფ. დილისკა – სოფ. პტენა – სოფ. ჩუნჩხას გზის
მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ. პკ11+50-დან რკინა/ბეტონის გზის
მოსაწყობად (გზის სიგრძე დაახლოებით 4,5 კმ. გზის სიგანე – 5 მ;
სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
შედგენის მომსახურების უზრუნველყოფა). ტენდერი კომპანია ,,ჯეო
როუდმა’’ მოიგო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 7 770
ლარად მოამზადა. სამწუხაროდ, შესყიდვების საიტზე აღნიშნული
დოკუმენტაცია გამოქვეყნებული არაა
შემდეგი ტენდერი, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ, იყო 2022 წლის 30 დეკემბერს
გამოცხადებული ტენდერი (NAT220028978) 1 051 420 ლარი ღირებულებით,
რომელიც კომპანია ,,ჯავახავტოგზამ’’ მოიგო და 1 026 256,86 ლარის
ოდენობის ხელშეკრულება გაფორმდა. ამ დროისათვის კომპანიამ
სამუშაოების 97% უკვე ჩაატარა.
2023 წლის ივლისში დაიწყო ჩუნჩხა და პტენა სოფლების გზის ბეტონის
სამუშაოები. დღესდღეობით, სოფელ ჩუნჩხაში და ჩუნჩხიდან პტენამდე 1743
მეტრი სიგრძის გზაა დაგებული. ჩუნჩხაში სამუშაოები უკვე დასრულებულია.
მერიის წარმომადგენლის, გიორგი ზაზაძის თქმით, პროექტი ორ წელზე იყო
გათვლილი (2023-2024 წლები), წელს უნდა დასრულდეს და სოფელ
დილისკას უნდა შეუერთდეს (წყარო იხ.აქ ).
დღესდღეობით, ამ სოფლების მოსახლეობისთვის გზა რჩება ყველაზე
მნიშვნელოვან საკითხად, რადგან სოფლების მოსახლების დიდი ნაწილი,
სამუშოდ ქალაქში მიდის და ასფალტის არარსებობის გამო, დიდ დროს გზაზე
ხარჯავს. მიუხედავად სოფლის ასეთ მდგომარეობისა, 2020-2024 წლების
განმავლობაში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტისა
და შეხვედრის დროს მიცემული დაპირებისა, ჩუნჩხა-პტენის გზის სამუშაოები
მხოლოდ 2023 წელს დაიწყო და ბოლომდე დასრულებული ჯერ კიდევ არ
არის.
ახალქალქსი მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში მითითებილია
სოფ.დილისკა-პტენას გზის რეაბილიტაციის (ბეტონის საფარი) პროგრამა,
რომლის სამუშაოებიც ახლა მიმდინარეობს. ამ სამუშაოებზე ახალქალაქის
მუნიციპალიტეტმა 2023 წლის 29 დეკემბერს (NAT230027489) 2 413 961 ლარის
ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელიც იმავე კომპანიამ,
,,ჯავახავტოგზამ’’ მოიგო – ხელშეკრულება 2 243 999,88 ლარის ოდენობის
სამუშაოებზე გაფორმდა. ამ მომენტისთვის, სახელმწიფო შესყიდვების
საიტის თანახმად, მთლიანი ღირებულების 20% ავანსის სახითაა გადახდილი.
რამდენიმე დღის წინ დაიწყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დილისკა-
ჩუნჩხა-პტენა სოფლების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციოდ
მოსამზადებელი სამუშაოები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური მოვლის
სამუშაოები, რომლის შემდეგაც დაიწყება რკინა/ბეტონის გზის მოწყობა 5,5 კმ
სიგრძით.
ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, სამველ მანუკიანის დაპირება
ნაწილობრივ შესრულებულია, მისი მეორე ნაწილი კი შესრულების პროცესშია.
ალიქ მედია გააგრძელებს საკითხზე დაკვირვებას და განახლებული
ინფორმაციას მოპოვებისთანავე მოგაწვდით.