Latest posts by Aliq Media (see all)
2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებს. საპარლამენტო არჩევნების წინ ერთ-ერთი საკამათო თემა საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების საკითხია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევმო კომისიის (ცესკო) დადგენილებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 42 ქვეყნის 53 ქალაქში სულ 60 უბანი გაიხსნებოდა. მოგვიანებით, 11 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ ცესკო საზღვარგარეთ დამატებით ექვს საარჩევნო უბანს გახსნის. საბოლოოდ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჯამში 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე შეეძლებათ ხმის მიცემა. საზღვარგარეთ გახსნილი უბნების სია იხილეთ ამ ბმულზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემების, მიხედვით საკონსულო რეგისტრაცია სულ 65 508-მა ამომრჩეველმა გაიარა. მოგვიანებით, ეს მონაცემი განახლდა და საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ია.
ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისთვის შესაძლებლობა ჰქონდათ 2024 წლის 7 ოქტომბრამდე დარეგისტრირებულიყვნენ შესაბამის საკონსულოებში. ემიგრანტების მოთხოვნა იყო დამატებითი უბნების გახსნას, რაც, ფაქტობრივად არ შესრულდა. ქართველი ემიგრანტები უფლებების დარღვევაზე საუბრობენ. მათი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს ქვეყანა საქართველოს 163 480-მა მოქალაქემ დატოვა, საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების რაოდენობა მცირეა. ამასთან, საარჩევნო უბნები მხოლოდ საქართველო საკონსულოებში იქნება გახსნილი, რაც დიდ ქვეყნებში მცხოვრები ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვან პრობელმას წარმოადგენს.
აქვე აღვნიშნოთ, რომ არიან ქვეყნები, რადაც 2024 წლის არჩევნებისთვის უბნები პირველად იხსნება, ეს ქვეყნები არიან- არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია და ავსტრალია. აღნიშნულ ქვეყნებში რეგისტრირებული ამომრჩეველთა რაოდენობა 52-დან 136-მდე მერყეობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ემიგრანტებთან ერთად დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის აუცილებლობაზე უკვე რამდენიმე თვეა ლაპარაკობენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ემოგრანტების მოთხოვნა ეყრდნობა საარჩევნო კოდექსის ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ცესკომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები რანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის უნდა გახსნას.
30 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების სიმცირე გააკრიტიკა. კერძოდ, მან მოლოდოვისა და საქართველოს სტატისტიკა შეადარე ერთმანეთს, რომლის მიხედვითაც მოლოდვამ 20 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 228 საარჩევნო უბანი გახსნა, მაშინ როდესაც საქართველოს შემთვევაში ეს რიცხვი 60ია. “სირცხვილი არ ჰქვია ამას , კანონის უგულვებელყოფა, ადამიანების საარჩევნო უფლების უარყოფა, სისხლისსამართლის საქმეა!“, – ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის კრიტიკას ცესკომ პრესრელიზით უპასუხა, სადაც ნათქვამია, რომ “საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე შეიქმნა. “კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით მოხდა 26 სექტემბერს ცესკოს სხდომაზე 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის შექმნა. უბანი შეიქმნა ყველგან, სადაც ამის კანონიერი საფუძველი არსებობდა. კანონიერი გადაწყვეტილებების დისკრიმინაციულად წარმოჩენა კი სხვა არაფერია თუ არა უწყების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის დაზიანება“.
კანონმდებლობის თანახმად, სხვა სახელმწიფოში არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ 3 კატეგორიის ამომრჩევლებს, რომლებიც- დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, რეგისტრირებული არიან საზღვარგარეთ და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.
ამასთან, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, რაც ნიშნავს, რომ არალეგალურად მყოფ ქართველებს აღრიცხვაზე დადგომით პრობლემა არ ექმნებათ. შესაბამისად, თუკი მათ მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ.
საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკო იღებს, თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე.
მნიშვნელოვანია, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა და როგორც რეგისტრაცია, ისე მონაცემების გადამოწმება აღრიცხვის სტატუსთან დაკავშირებით სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ საიტ geoconsul.gov.ge-ზე იყო შესაძლებელი- 7 ოქტომბრამდე.
ზუსტი მონაცემი იმის შესახებ, თუ რამდენი ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ცნობილი არაა. ბოლო წლებში საქართველოს ემიგრაციის მაჩვენებლები შემდეგია- 2018 წელს საქართველო 98 935-მა ადამიანმა დატოვა, 2019 წელს – 105 107-მა, 2020 წელს – 74 264-მა, 2021 წელს – 99 974-მა, 2022 წელს- 125 269-მა, 2023 წელს ქვეყანა საქართველოს 163 480-მა.
აქვე ვთქვათ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ცესკო-ს ინფორმაციით, 38 სახელმწიფოში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის არჩევნების უცხოეთის საარჩევნო უბნებზე დარეგისტრირებული იყო 66 217 საქართველოს მოქალაქე, რომლის ნაწილი საკონსულო აღრიცხვაზე იყო, ნაწილი კი არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირდა. შედეგად, არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთ საქართველოს 12 247-მა მოქალაქემ მიიღო.
საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში ჩართულობას დიდ ყურადღებას და მნიშვნელობას ოპოზიციური პარტიები ანიჭებენ. ერთი მიზეზი კი ის არის, რომ, ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით, ემიგრანტები ელექტორალურად ოპოზიციურად არიან განწყობილი.
კერძოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის გარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე მიღებული ხმების 45,57% „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ (ენმ) მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ კი — 29.03%. ეს იმ ფონზე, როცა მთლიანად, საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ ნაწილში მმართველმა პარტიამ 48.22% მიიღო, ენმ-მ კი – 27.18%.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთის უბნებზე ხმების 53.4% მოაგროვა, 2016 წელს – 39.6%, 2020 წელს კი – 29%.
ასევე, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად, „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელმაც წლებია საქართველოს არჩევნებს აკვირდება, ორჯერ აწარმოა დავა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში.
„სამართლიანი არჩევნები“ ითხოვდა საარჩევნო უბნების შექმნას ესპანეთის, იტალიისა და აშშ-ის ოთხ სხვადასხვა ქალაქში. პირველ შემთხვევაში, სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება, ხოლო მეორე შემთხვევაში, სასამართლომ არსებითად განიხილა საქმე, მაგრამ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნები.
“ჩვენ, საკუთარი მანდატის ფარგლებში, გავაგრძელებთ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მყოფი ამომრჩევლების უფლებების დაცვას ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით”,- წერს ორგანიზიაციამ.
აღნიშნუმა საკითხეზე ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით ჩატარებული, ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 87%-ს მიაჩნია, რომ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების არგახსნით საქართველოს მოქალაქეების უფლებები ირღვევა.
დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნებმა ემიგრანტების საარჩევნო ხმის უფლების საკითხი ნამდვილად გააქტიურა. საზოგადოებაში პოზიციები არაერთგვაროვანია. კანონის ბუნდოვანებისა, თუ არასათანდო ნების არსებობის გამო, საკითხზე: შეიძლება თუ არა საკონსულს მიღმა სხვა ქალაქებშიც საარჩევნო უბნების გახსნა, ცხადი პასუხი არ არსებობს. ხელისუფლება და ოპოზიცია ცდილობს საზოგადოებას კანონის მათი განმარტების სისწორე დაუმტკიცოს. შექმნილ ვითარებაში აღნიშნული პროცესი ცვილებებს ვერ გამოიწვევს. არჩევნებამდე 1 კვირაზე ნაკლები დრო რჩება და ამდენად ზემოხსენებული საარჩევნო უბნების გახსნის ვადები ამოწურულია. შედეგად გვაქს მოცმეულობა, რომ საქართველოს 95 000 მოქალაქეს მსოფლიოს 42 ქვეყნის 53 ქალაქში სულ 67 უბანზე ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა.