ფარული დღის წესრიგი. გენდერული დეზინფორმაციის გავლენა საქართველოში

იყო ქალი, უმცირესობის წარმომადგენელი ან პოლიტიკური აქტივისტი საქართველოში, განსაკუთრებით ცხელ პოლიტიკურ პერიოდში, ნიშნავს იყო დეზინფორმაციის სამიზნე. ქვეყნის პრეზიდენტი ქალიც კი მისი მსხვერპლია.

საქართველოში ცნობილი მსახიობების ოჯახის წევრი, სომხური წარმოშობის მსახიობი ნატალია ყიფშიძე ერთ-ერთია იმ აქტივისტთაგან, ვინც „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს დასაწყისშივე შეუერთდა, როცა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ კანონი ხელახლა დააინიცირა.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო სკანდალური კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (მიიღო სახელწოდება „რუსული კანონი“, რედ.), რომელიც ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, რომელთა დაფინანსების მინიმუმ 20 პროცენტი მოდის უცხოეთიდან, დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში, შედეგად ატარონ უცხოური გავლენის მატარებელი ორგანიზაციის იარლიყი. კანონის მიღებას თვეებ ის განმავლობაში აპროტესტებდნენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განათლების, ბიზნესის, კულტურისა და სხვა სფეროს წარმომადგენლები. აქციაზე სულ მცირე 200 ათასი მოქალაქე იკრიბებოდა. 

ნატალია  არის ინფლუენსერი, მაგალითი ათასობით ახალგაზრდასთვის, მათ შორის იმით, თუ როგორ ჩაერთო და მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და სამოქალაქო აქტივიზმში. 

ნატალია შეიძლება მივიჩნიოთ დემონსტრაციების მთავარ გმირად, „ჯენზი“ თაობის კოლექტიურ პერსონაჟად. ისინი არიან მედიაწიგნიერები, ინფორმირებულები, ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლიათ გააანალიზონ, რა საფრთხეების წინაშე დააყენებს ქვეყანას კანონის მიღება. დემონსტრაციებში აქტიური მონაწილეობის გამო, ნატალია „ტროლების“ და „ბოტების“ სამიზნე გახდა, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა საზოგადო სივრცეებში. გარდა ამისა, ნატალია სასამართლოში დაიბარეს, ისევე, როგორც ბევრი აქტივისტი და ის 500 ლარით დაჯარიმდა, მიზეზი კი, სასამართლოს განცხადებით,  გზის გადაკეტვა გახდა. ის ამბობს: „ყველა ფრონტზე იძულებული ვარ, ვიბრძოლო“.

 

მსახიობის მიმართ გააქტიურებული სიძულვილის ენა მისი პირადი ცკხვრების ისეთ ასპექტებზეა განსაკუთრებით ორიენტირებული როგორიცაა ეთნიკური კუთვინილება და შესაბამისად,  დისკრიმინაცია, ეიჯიზმი (ასაკობრივი დისკრიმინაცია, რედ.) და გენდერული დეზინფორმაცია. გენდერული დეზინფორმაცია ფოკუსირებულია გენდერისა და დეზინფორმაციის გადაკვეთაზე, როცა ქალები, არაბინარული ინდივიდები („გენდერთან შეუსაბამო“) და საზოგადოების მარგინალიზებული წევრები  ცრუ და არაზუსტი ინფორმაციისთვისმიზანმიმართული სამიზნეები ხდებიან.  

ამ თემაზე, გავრცელებული ბრალდებეების პასუხად, ნატალიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საუბრობს „ბიჭი“ მეტსახელით ეთნიკურად სომეხ ბაბუაზე და აღნიშნავს, რომ ბავშვობიდან ამაყობს, რომ სომეხია.

შემთხვევითი არ არის, რომ ნატალიას მიმართ სიძულვილის ტალღა იმ დროს დაიწყო, როცა ქვეყანაში „რუსული კანონის“ მიღების გამო, პოლიტიკური კრიზისია. საქართველოში უკვე მეორე წელია „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ ჩატარებული ორი გამოკითხვის შედეგად, იდენტური მონაცემები დაფიქსირდა. გენდერული დეზინფორმაცია განსაკუთრებით აქტიურია მაშინ, როდესაც არსებობს პოლიტიკური კონკურენტის ამ გზით დამარცხების პრაქტიკა, ასევე, ქვეყანაში არსებული ზოგიერთი მავნე ძალისთვის ხელსაყრელი პირობები და ა.შ. 

მაგალითად, გასულ წელს გენდერული და ანტი-ლგბტ დეზინფორმაციის ტალღა განსაკუთრებით აქტიურად გავრცელდა სამ შემთხვევაში: „რუსული კანონის“ პირველი მიღების, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ზაფხულში ლგბტ-პრაიდის კვირეულის პერიოდში. აღნიშნულიდან უმეტესობა, 3900-ზე მეტი მტკიცება, გავრცელდა ტრადიციული მედიის საშუალებით: ტელევიზიით, გაზეთებით, რადიოსადგურებით და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტრადიციული მედიის გარდა, გენდერული დეზინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკოსების, სასულიერო პირების, ფეისბუქის გვერდებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეშვეობით. გენდერული დეზინფორმაცია იქმნება სტერეოტიპებზე, დამსახურებასა და პოლიტიკურ დღის წესრიგზე დაყრდნობით. საქართველოში არაერთხელ ყოფილან გენდერული დეზინფორმაციის მიზანმიმართული მსხვერპლი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ს ყოფილი ელჩი კელი დეგნანი, ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.

წყარო MDF

სხვათა შორის, ორგანიზაციის სხვა კვლევის მიხედვით, სწორედ ტრადიციულ მედიაშია ყველაზე მეტად გავრცელებული ეთნიკური უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენა, ასევე, ხდება ამ კომპონენტების კომბინაციაც, რაც ქმნის კვლევაში მოხვედრილ ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა “სომეხი გეი”, „გაზრდილი ტუჩებით სომეხი“ და ა.შ. ამ ყველაფერს ემატება საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, როდესაც მომხმარებლები მოწინააღმდეგეებს „სომეხს“ უწოდებენ, გვარის შეცვლას ან სომხური ფესვებს ქონაში ადანაშაულებენ. 

მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი თინა გოგოლაძე განმარტავს თუ  რა შემთხვევებში გამოიყენება  ამ ტიპის მესიჯები და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია.

მაგალითები ბევრია, და ისინი ხშირად ექცევიან საქართველოში მომუშავე ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ. „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ გადაამოწმა აქტივისტ გიგა მაქარაშვილის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელიც ხელისუფლების მომხრე დეზინფორმაციულმა გვერდებმა გაავრცელეს. პუბლიკაციებში იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაქარაშვილი რეალურად მაქარიანია, ხოლო ფოტო, რომელიც მათ პოსტს დაურთეს, რედაქტირებული იყო და კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის მიმარათ გავრცელებულ ვიზუალრ სტერეოტიპებს ასახავდა.

 

წყარო MDF

სხვათა შორის, გარეგნობის გამოყენებით დეზინფორმაციის გავრცელებაც  გენდერული დეზინფორმაციის ფართო სპექტრის ნაწილია. სხვა მიმართულებაა ე.წ. „სლათშეიმინგი“ – დისკრედიტაცია იგივე მორალური და ინტელექტუალური სტანდარტებით, გენდერული სტერეოტიპებით, სექსიზმით და ა.შ. 

მაგალითად, „სეზონი ტვ“-ის წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ერთ-ერთ განცხადებაში, პრეზიდენტის მიმართ, სწორედ „სლატშეიმინგი“ გამოიყენა –  „საქართველო პატარა ქვეყანაა, მთელი ქვეყანა იცნობს ამ ქალის მორალურ სახეს, ყველამ იცის, ვინ არის ის ქალი, რომელიც ასჯერ გათხოვდა და ქართული არ იცის. თუ ადამიანი ფიზიკურად მეძავია, გონებრივადაც მეძავი იქნება“.

ზურაბიშვილის მიმართ, ასევე ავრცელებენ “ეიჯისტურ“ ნარატივებსაც. დეზინფორმაციის გამავრცელებელ სოციალური ქსელების ჯგუფებში შეიძლება ნახოთ პრეზიდენტის ფოტოები ისეთი წარწერებით, როგორიცაა „პენსიონერი“, „ბებია“ და ა.შ.

წყარო MDF

გენდერული დეზინფორმაცია ძირითადად შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან, რათა შეცდომაში შეიყვანოს ხალხი: დამსახურება, იდენტობა, ოჯახი და შვილები. საზოგადოება უფრო მგრძნობიარეა ამ თემების მიმართ, რაც განსაკუთრებით მარტივი გამოსაყენებელია სოციალური ქსელების საშუალებით.

წყარო MDF

ამ თემების გამოყენებით, დეზინფორმაციული ძალები, რომლებიც უმეტესად რუსეთთან ან საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული, ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება ისეთ საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, ომის გამართლება ან კრემლის ავტორიტარული რეჟიმის დაცვა. მათი მთავარი მესიჯებია: „ლიბერალური აზროვნება ვერ იარსებებს ტრადიციულ ქვეყნებში“, „ომი უკრაინაში სხვა არაფერია, თუ არა ქრისტიანობის ბრძოლა ჰომოსექსუალების წინააღმდეგ“, „ფემინიზმი საშიშროებაა ოჯახისთვის, იწვევს დემოგრაფიულ პრობლემებს“, „რუსეთი იცავს ოჯახს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისგან, ხოლო დასავლეთი არღვევს ტრადიციული ოჯახის ღირებულებებს“, „დასავლეთში ინტეგრაცია იდენტობის დაკარგვას უტოლდება“. ხშირად შეიძლება შეგვხვდეს ნარატივი, სადაც „სომხები ცდილობენ ქართული იდენტობის მოპარვას“.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ჯგუფის (მათ შორის ეთნიკური ჯგუფების) შემთხვევაში გენდერული დეზინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით ვრცელდება, მოცემული ჯგუფის „სისუსტეების“ გათვალისწინებით.  საქართველოში არსებული ეთნიკურად ქართველი ჯგუფები ადვილად ექცევიან ზემოაღნიშნული ცრუ ნარატივების გავლენის ქვეშ,  საქართველოს სომხების შემთხვევაში კი გენდერულ დეზინფორმაციას ერთი ძირითადი  მიმართულება აქვს და ეს, ჰომოფობიური ინფორმაციაა.

ცოტა ხნის წინ, თბილისში “რუსული კანონის” გამო მიმდინარე დემონსტრაციების ფონზე, მომინტიგეების დისკრედიტაციის მიზნით, ეთნიკურად სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები იყვნენ ლგბტ აქტივისტები.

სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებლებს უჭირთ 4-5 საათის დახარჯვა თბილისში ჩასასვლელად, რათა საკუთარი თვალით ნახონ რა ხდება სინამდვილეში. გარდა ამისა, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ხელს უშლის მათ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას, რაც თავის მხრივ, ხელს უშლის მათ მუდმივად ინფორმირებულნი იყვნენ მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რეგიონის ჩაკეტილობის გამო, ადგილზე ყალიბდება მთელი რიგი სტერეოტიპები, რომლებსაც ცალკეული პირები იყენებენ სიძულვილის გაღვივებისა  და ადამიანის უფლებების გათელვის მიზნით. მათ აქვთ კონკრეტული მიზანი: გაავრცელონ ჰომოფობია პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციის პარალელურად. 

ახალქალაქის Jnews-ის ჟურნალისტი ქრისტინა მარაბიანი აფასებს არსებულ ვითარებას და ამბობს: „აქ დადებითი ის არის, რომ ამ ყველაფრის ქართულ ენაზე  გავრცელების გამო, ნაკლები ადამიანი ხდება ასეთი დეზინფორმაციის სამიზნე, თუმცა ეს ნარატივები საკმაოდ საზიანოა. 

„დიდ ქალაქებსა და რეგიონებში ძალიან განსხვავებული ვითარებაა. მაგალითად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულებაა, ადგილობრივებისთვის რუსეთი შემოსავლის წყაროა. სწორედ ამიტომ მათთვის ფრაზა „რუსული კანონი“ სამწუხაროდ არ ასოცირდება საზოგადოებისთვის საშიშროებასთან.

რეგიონებში ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებასთან ბრძოლის მეთოდს ადგილობრივი შიშებიდან გამომდინარე ირჩევს. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ეს ხდება გამორჩეული გარეგნობის ან ტანსაცმლის დემონიზაციის გზით, რადგან ეს ძალიან უარყოფითად აღიქმება ჩაკეტილ საზოგადოებაში“.

აღსანიშნავია ისიც, რომ გენდერული დეზინფორმაციის გავრცელებაში აქტიურად „მუშაობდნენ“ სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებიც, მაგალითად, საქართველოში ერთადერთი ქალი მერი, ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი ნინოწმინდის საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად.  ისინი აქტიურად ავრცელებდნენ სურათებს წარწერით „თუ ლგბტ აქტივისტი ხარ, მიიღე მონაწილეობა რუსთაველზე მიმდინარე დემონსტრაციებში“, სხვადასხვა გარეგნობის მქონე ადამიანების ფოტოების გამოყენებით. ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა ნაწილობრივ სომხებით დასახლებულ ახალციხეშიც, სადაც აქტივისტები „რუსულ კანონს“ აპროტესტებდნენ, მაგრამ ადგილობრივმა ფეისბუქ ჯგუფებმა და გვერდებმა აქციის დისკრედიტაციის მიზნით, გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს აქციის ორგანიზატორი იყო ლგბტ აქტივისტი და  აქვეყნებდნენ მის პირად ფოტოებს და ასე ცდილობდნენ ლოკალურად გაჩენილი პროტესტის კერის განადგურებას.

 

Նինոծմինդայի քաղաքապետ Անիվարդ Մոսոյանն այլատյացություն է տարածում

რა თქმა უნდა, მსგავსი ინფორმაცია მთელს საქართველოში ვრცელდება და ჰომოფობიის წამახალისებელი შინაარსი მხოლოდ რეგიონისთვის არ არის დამახასიათებელი, მაგრამ საინტერესოა ის ტენდენცია, რომ სომხებით დასახლებულ რეგიონებში მხოლოდ გენდერული დეზინფორმაციის ეს მიმართულებაა აქტუალური, ადგილობრივების მენტალიტეტიდან გამომდინარე, მაგალითად, ქალების მიმართ მადისკრედიტებელი ინფორმაცია ნაკლებად ვრცელდება. 

ფაქტობრივად, საქართველოში „პოლიტიკური საკითხები წყდება“ მოწინააღმდეგის დამცირებით, არა პოლიტიკური ხედვითა თუ მიდგომებით, არამედ გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციით, გარეგანი, გონებრივი ან ქცევითი მახასიათებლების ჩართვით, მტრობისა და სიძულვილის ატმოსფეროს შექმნით, განსაკუთრებით მარგინალიზებული ჯგუფების, ქალებისა და უმცირესობების მიმართ. 

დეზინფორმაციული კამპანიები, შესაძლოა, ქალებისთვის როგორც ონლაინ, ისე რეალურ სივრცეში ფიზიკური საფრთხის საფუძველი გახდეს. ამას მუდმივად ვხედავთ იმ პლატფორმებზე, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. და თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს ქვეყანაზე, სადაც ისედაც უამრავი სტერეოტიპი არსებობს დღემდე და უამრავი ქალი იბრძვის ამ სტერეოტიპების წინააღმდეგ?