„ახალი საბავშვო ბაღები მშენებლობა სოფლებში: ალასტანი, ხულგუმი, კოჩიო, კუმურდო, კორხი, იხტილა“

2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე, „ქართული ოცნების“
მიერ გამოქვეყნებულ ახალქალაქის საარჩევნო პროგრამაში წერია, რომ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაშინდელი მერობის კანდიდატი, მელქონ
მაკარიანი ჰპირდება მოსახლეობას, ააშენოს ახალი საბავშვო ბაღები სოფლებში:
ალასტანი, ხულგუმი, კოჩიო, კუმურდო, კორხი, იხტილა.

აღსანიშნავია, რომ დაპირებაში ხსენებული სოფლებიდან დღეის მდგომარეობით,
საბავშვო ბაღები აშენებულია სოფლებში ხულგუმი, კოჩიო და კუმურდო, სადაც
არა მარტო ამ სოფლების ბავშვები დადიან, არამედ მათთან ახლოს მდებარე
სოფლებიდანაც: „სოფ. კოჩიოს საბავშვო ბაღში ახლოს მდებარე 4 სოფლიდანაც
დადიან ბავშვები, ტრანსპორტიც არის გამოყოფილი მათთვის და მოჰყავს-
მიჰყავს, ნამდვილად პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით“, – აცხადებს
რესპოდენტი რ.ბ. სოფ. კოჩიოდან. სოფ. კუმურდოში საბავშვო ბაღის
მშენებლობის საკითხი ჯერ კიდევ 2021 წელს იყო შეტანილი მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტში, თუმცა იგივე საკითხი ასევე გვხვდება 2023 წლის ბიუჯეტშიც.
საბავშვო ბაღი საბოლოოდ, 2023 წლის 1 ივნისს საზეიმოდ გაიხსა.

დანარჩენი დაპირებული სოფლებიდან, იხტილასა და ალასტანში, დღეის
მდგომარეობით, ჯერ კიდევ არაა საბავშვო ბაღი. როგორც „ჯავახეთის
საინფორმაციო ცენტრის (JNews)“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, 2023
წლის აპრილის მდგომარეობით, სოფ. ალასტანში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის
ქვეშ იდგა საბავშვო ბაღის მშნებელობა – გეგმავდნენ სოფლის ძველი
საავადმყოფოს მიტოვებული ნაწილის რეაბილიტაციას (ერთ ნაწილში
ამბულატორიაა) და იქ გახსნას. აღნიშნული სტატიის მიხედვით, სოფ. ალასტანში
საბავშვო ბაღის აშენების შემთხვევაში, მასში ივლიან კიდევ ორი სოფლის,
ვარევანისა და კოკიოში მცხოვრები ბავშვებიც. როგორც განაცხადა იმ დროს
ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა, JNews-თან საუბარში, განცხადება
დაწერილია და თუ დააფინანსებდნენ, აშენდებოდა საბავშვო ბაღი. დღეის
მდგომარეობით, ამ კუთხით, არანაირი სიახლე არ არის, სოფელში მდგომარეობა
უცვლელია. ჩვენ დავუკავშირდით ახალქალაქის მერს, მელქონ მაკარიანს, რათა
გაგვერკვია, ხომ არაა რაიმე სიახლე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
„განცხადება დაწერილია და ველოდებით პასუხს… ამ ეტაპზე, დანამდვილებით
მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას
ვაპირებთ მუნიციპალიტეტში, თუმცა ზუსტად სად აშენდება ეს ახალი საბავშვო
ბაღები, ეს საკითხი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია“, – განაცხდა მან.

რაც შეეხება სოფ. იხტილას, აქაც უცნობია აშენდება თუ არა საბავშვო ბაღი: „არ
გვაქვს სოფელში საბავშვო ბაღი, იხტილას ბავშვებს სოფელ ბარალეთის საბავშვო
ბაღში ატარებენ, არც ვიცით აპირებენ თუ არა საბავშვო ბაღის მნშებელობას,
თუმცა ნამდვილად საჭიროა. როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასე?! კიდევ კარგი,
ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია და უფასოდ მიჰყავთ ბარალეთამდე და
უკან სახლში მოჰყავთ“, – ამბობს საუბარში სოფ. იხტილას ერთ-ერთი
მაცხოვრებელი ლ.პ. სოფ. კორხში, როგორც აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი, დაიწყეს მშენებლობა, თუმცა ამჟამად პროცესი შეჩერებულია:
„ნახევრადაშენებულია, თუმცა საქმე ბოლომდე მიყვანილი არაა, შეჩერებულია
მშენებლობის პროცესი და არც ვიცით, როდის აპირებენ სამუშაოების
დასრულებას. ბავშვები ქ.ახალქალაქში დადიან საბავშვო ბაღში,
მუნიციპალიტეტის მხრიდან გამოყოფილია ტრანსპორტი, რომელიც
უზრუნველყოფს აღსაზრდელთა ტრანსპორტირებას სოფლიდან ქ.ახალქალაქში
და უკან, სოფელში“, – აცხადებს სოფ. კორხის მაცხოვრებელი მ.ა.

ახალქალაქის მერის, მელქონ მაკარიანის თქმით, სამუშაოების პირველი ეტაპი
დასრულებულია და მალე მეორე ეტაპზე გადავლენ: „პირველი ტენდერის
ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები დავასრულეთ. დაახლოებით 1 თვეში
გამოვაცხადებთ მეორე ტენდერს და განახლდება სოფ. კორხის საბავშვო ბაღის

სამშენებლო პროცესი, თუ როდის გაიხსნება საბავშვო ბაღი, დამოკიდებულია ეს
მეორე ტენდერზე, დაველოდოთ ჯერ“,- განაცხადა მერმა ალიქ მედიასთან
საუბარში.

აღსანიშნავია, რომ ხულგუმი, კოჩიო და კუმურდო სოფლებში საბავშვო ბაღების
სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, 2022-2024 წლებში
არცერთი ტენდერი არ მოიძებნა, თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით,
საბავშვო ბაღები გაიხსა უკვე და დადიან კიდევაც ბავშვები, რაც ახალქალაქის
მუნიციპალიტეტის მუშაობის გამჭვირვალეობის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს.
ასევე, ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული სოფლებიდან მარტო სოფ. კუმურდოს
საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხი იყო გათვალისწინებული
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში (იხ. სურათი 1), დანარჩენ სამ სოფელში
(ხულგუმი, კოჩიო, კორხი) საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხი
მუნიციპალიტეტის 2022-2024 წლების ბიუჯეტებში არ ფიქსირდება.

სურათი 1. წყარო: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი

როგორც გაირკვა რესპოდენტებთან საუბრიდან და ჩვენ მიერ ისას, ასევე
მოიძიებული ინფორმაციიდან გაირკვა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ასე თუ
ისე მოგვარებულია გარკვეულწილად აღსზრდელთა ტრანსპორტირების საკითხი
სადაც საბავშვო ბაღი არ აქვთ, იმ სოფლის ბავშვებს სპეციალური ტრანსპორტი
ემსახურება. – სადაც არ არსებობს საბავშვო ბაღი, სპეციალური ტრანსპორტი
ემსახურებათ ამ სოფლების ბავშვებს და მიჰყავს უახლოეს საბავშვო ბაღებში – იხ.
სოფლების სია, საიდანაც საჭიროა ბავშვების გადაყვანა უახლოეს საბავშვო
ბაღებსა და სკოლებში.
როდის დასრულდება სოფ. კორხის საბავშვო ბაღის მშენებლობა, ასევე როდის
აპირებენ სოფ. იხტილასა და ალასტანში საბავშვო ბაღების მშენებლობას,
უცნობია. ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, ახალქალაქის
მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის დაპირება ახალი საბავშვო ბაღების
მშენებლობასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ შესრულდა, ნაწილობრივ კი

შეუსრულებლად რჩება. „ალიქ მედია“ აკვრიდება მოვლენებს და სიახლეებს
უახლოეს მომავალში მოგაწვდით.

ეს სტატია მომზადებულია BREN (მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში) პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია IWPR-ის (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის) მიერ. Მასში გამოთქმული შეხედულებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს BREN-ის პროექტის ან IWPR-ის მოსაზრებებს.