ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია

სოფ. აგანის საჯარო სკოლის საპირფარეშო და წყლის ონკანი ეზოში

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, მელქონ მაკარიანი, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე ადგილობრივ მოსახლეობას დაპირდა, რომ გაგრძელდება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ 2021 წელს, სკოლების სახელმწიფო პროგრამით განხორციელდება: ღადოლარის საჯარო სკოლაში კარ-ფანჯრის რეაბილიტაცია (36 758 ლ); ჩუნჩხის სკოლაში – წყალმომარაგებისთვის ავზის მოწყობა (24 765 ლ). ასევე, დაგეგმილია სოფ. აგანის საჯარო სკოლაში სველი წერტილის მოწყობა (50 ათასი ლ) და მერენიის სკოლაში წყალსადენის გაყვანა (7ათასი ლ). ამის შესახებ ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ ახალქალაქის საარჩევნო პროგრამაში.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული 4 სკოლიდან, დაპურება მხოლოდ ორში შესრულდა:

1. ღადოლარის საჯარო სკოლა (DAP210000004 – სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები), სადაც სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა „შპს ინტერმა“ (ს/კ: 223361252) და სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 41 207.28 ლარი შეადგინა;

2. ჩუნჩხის სკოლა (NAT210013430 – სოფ.ჩუნჩხის საჯარო სკოლის რეზერვუარის სათავსოს სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფა). აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები უზრუნველყო ი/მ “ვარდ მკოიან“-მა (ს/კ: 07001001576) და ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ 17 897 ლარი შეადგინა რაც შეეხება დანარჩენ ორ სკოლას – სოფ. აგნის საჯარო სკოლა და სოფ. მერენიის საჯარო სკოლა – ახალაქალაქის მუნიციპალიტეტს აქ დაპირებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ტენდერიც კი არ გამოუცხადებია, არც 2021-
2024 წლების ბიუჯეტებში ყოფილა ეს საკითხი გათვალისწინებული და არც 2021, 2022, 2023 წლების, არც 2024 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიშებში მოიძებნა შესაბამისი ინფორმაცია.

როგორც სოფ. მერენიის საჯარო სკოლის დირექტორმა, ანუშ ქახქციანმა თავის საუბარში აღნიშნა, სკოლაში არასდროს ყოფილა წყლის პრობლემა და წყალსადენის გაყვანის საკითხიც დღის წესრიგში არასდროს მდგარა და არც ფლობდა ინფორმაციას მელქონ მაკარიანის დაპირების შესახებ, რომ თითქოსდა იგეგმებოდა წყალსადენის გაყვანა სოფ. მერენიის სკოლაში: „ჩვენთან სკოლაში არასდროს გვქონია წყლის პრობლემა, არც სკოლაში წყალსადენის გაყვანის საკითხი გვქონია პრიორიტეტად, არ ვიცი რაზე საუბრობთ“.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის 16 ივნისს „ბიზნესკონტიტნეტთან“ საუბარში ანუშ ქახქციანმა თქვა, რომ ახლო მომავალში იგეგმება სკოლის სრული რეაბილიტაცია „ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, როდის დაიწყება სკოლის კაპიტალური რემონტი, სრული რეაბილიტაცია, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს აუცილებლად მოხდება, ალბათ, 2-3 წელიწადში, კონკრეტულად ვერ გეტყვით როდის უნდა დაიწყოს“, – განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ ანუშ ქახკციანმა.

სოფ. მერენიის სკოლაში წყალსადენის გაყვანის საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ამავე სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებულს, რომელმაც სკოლა ამ წელს დაამთავარა. მანაც საუბარში აღნიშნა, რომ სკოლაში, რაც მას ახსოვს, წყალი იყო და არის, უბრალოდ, გარეთ ეზოშია ონკანი და იქიდან სარგებლობენ საჭიროების შემთხვევაში: „წყალი გვაქვს რაც მე მახსოვს, არ გვქონია წყლის პრობლემა, ყოველდღე მოდის, უბრალოდ ეზოშია ონკანი. ერთი პერიოდი უშუალოდ სკოლის შენობაში მოაწყვეს სველი წერტილები, თუმცა მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება, მიზეზი არ ვიცი, რაღაც პრობლემა არისო“, – აღნიშნა მან.
ერთი მხრივ, სოფ. მერენიის საჯარო სკოლის დირექტრის, ანუშ ქახქციანის და
ამავე სკოლის კურსდამთავრებულის ნათქვამები, მეორე მხრივ მერის, მელქონ
მაკარიანის დაპირება სოფ. მერენიის სკოლაში წყლსადენის გაყვანის შესახებ,
თითქოს წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან.
რაც შეეხება სოფ. აგანის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობის
დაპირებას, არც ის შესრულებულა: „არ მომხდარა სველი წერტილების მოწყობა.
მეტსაც გეტყვით – სკოლაში წყლის და საკანალიზაციო სისტემის პრობლემა
გვაქვს, არ დაგეგმილა არაფერი ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად და
შესაბამისად, ვერც ზემოაღნიშნულის გაკეთება მოხერხდა. გარეთ ეზოშია
საპირფარეშო, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ასევე ერთი ონკანია,
საიდანაც წყალს სვამენ ბავშვები. მნიშვნელოვანი საკითხია და ყურადღება უნდა
მიექცეს – მოგვარდეს წყლისა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემა და მერე
უკვე მოხდეს სველი წერტილების მოწყობა“, – აცხადებს სოფ. აგანის ერთ-ერთი
მაცხოვრებელი.

სოფ. აგანის საჯარო სკოლის საპირფარეშო და წყლის ონკანი ეზოში

სოფ. აგანის საჯარო სკოლის საპირფარეშო და წყლის ონკანი ეზოში

ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ 2024 წელს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან „საჯარო სკოლების დაფინანსება“ პროგრამისთვის საერთოდ არაა
გამოყოფილი თანხა (იხ. სურათი 1).

სურათი 1. წყარო: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი

ყოველივე ზემოთგანხილულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მელქონ
მაკარიანის დაპირება ნაწილობრივ შესრულდა. სოფ. მერენიის სკოლაში
წყალსადენის გაყვანის საჭიროება როგორც აღმოჩნდა, არ იყო, ხოლო სოფ. აგანის
საჯარო სკოლაში სველი წერტილები ვერ მოეწყო წყლისა და საკანალიზაციო

სისტემის პრობლემების არსებობის გამო. „ალიქ მედია“ აკვირდება დაპირების
შესრულების პროცესს და განახლებულ ინფორმაციას მომავალშიც.

ეს სტატია მომზადებულია BREN (მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში) პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია IWPR-ის (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის) მიერ. მასში გამოთქმული შეხედულებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს BREN-ის პროექტის ან IWPR-ის მოსაზრებებს.