Latest posts by Aliq Media (see all)
თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მეტროსადგურის- ვარკეთილის
განახლებისთვის 18-თვიანი ვადა ამოიწურა და სამუშაოების დიდი ნაწილი ჯერაც არ
დასრულებულა.
2022 წლის 21 დეკემბერს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს-ს შორის
გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მეტრო ვარკეთილის საღდგენითი
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.
ეს ვადა 21 ივნისს ამოიწურა, თუმცა სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
ხელშეკრულების მიხედვით, იატაკი 13,4 მილიონი ლარით უნდა შეიცვალოს,
გვირაბის კედლებზე კერამიკული ფილები დამონტაჟდეს, ასევე იგეგმება სხვა
მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შეცვლაც..
„ალიქ მედია“-მ დაუკავშირდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა გაერკვია
თუ რატომ არ დასრულება სამუშაოები მითითებულ ვადაში, მათ შორის, რა ეტაპზეა
სამუშაოები ახლა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი შარკოვის
თქმით მეტროსადგურ ,,ვარკეთილში“ სამუშაოების მიმდინარეობის დროს
გამოვლინდა გაუთვალისწინებელი გარემოება. კერძოდ, მგზავრთა ჩასასხდომი
დარბაზის (ქვედა ,,ვესტიბიული’’) ჭერზე აზბესტცემენტის მოპირკეთების ფილების
დემონტაჟის შემდეგ აღმოჩნდა, რომ რკინა-ბეტონის თაღის გეომეტრიული ფორმა
შეუსაბამო იყო თაღის ახალი მოპირკეთების კონსტრუქციის მოსაწყობად, რის გამოც
აუცილებელი გახდა დამატებითი კვლევის ჩატარება და პროექტში ცვლილებების
შეტანა. დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კვლევის შედეგად გამოვლინდა რკინა-
ბეტონის თაღზე გარკვეული სამუშაოების ჩატარების საჭიროება და აუცილებელი
გახდა თაღის მიღმა არსებული სიცარიელის შევსება ცემენტის ხსნარით ჭირხვნის
გზით, რისთვისაც საჭირო გახდა შესაბამისი პროექტის მომზადება, რომელიც ამ
ეტაპზე მომზადების სტადიაშია.
“მიუხედავად ამ ყველაფრისა, მეტროსადგურ „ვარკეთილი“-ს რეკონსტრუქციის
სამუშაოები არ არის შეწყვეტილი და სამუშოები მიმდინარეობს ქვედა ჰორიზონტის
სამომსახურეო სივრცეში. ხოლო, მგზავრთა ჩასასხდომ დარბაზში და დახრილ
საესკალატორო გვირაბში, სამუშაოები განახლდება არსებული საპროექტო
დოკუმენტაციის ცვლილების შემდეგ და შესაბამის უწყებებთან შეთანხმებისთანავე”-
ამბობს შარკოვი.
ეს სტატია მომზადებულია BREN (მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში) პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია IWPR-ის (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის) მიერ. Მასში გამოთქმული შეხედულებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს BREN-ის პროექტის ან IWPR-ის მოსაზრებებს.