სუმბატ კიურეღიანი: ნინოწმინდის წყლის პრობლემა შესაძლებელია 2022 წლისთვის მოგვარდეს

2021 წლის 23 აგვისტოს ნინოწმინდის ადგილობრივმა მედიამ, რადიო NOR-მა საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი ინტერვიუსთვის მიიწვია. ქალაქ ნინოწმინდის წყლის პრობლემის გადაჭრაზე საუბრისას, კითხვაზე, რა არის ამ პრობლემის მკაფიო გამოსავალი, დეპუტატმა უპასუხა:

„როგორც წყლის რესურსებით მდიდარი მუნიციპალიტეტი, დღეს წყლის პრობლემა გვაქვს. წყლის პრობლემის მთავარი მიზეზი ის არის, რომ თითოეული ჩვენგანი წყალს უმოწყალოდ იყენებს. საჭიროა სპეციალური წყლის მრიცხველების დაყენება. დარწმუნებული ვარ, შესაძლოა, ჩვენი საზოგადოება არ მიიღებს ჩემს ნათქვამს, რადგან ვიცი, რომ ახლა ვინც გვისმენს, იტყვის, რომ უნდათ ამ წყლის გათიშვა, წყლის მრიცხველების დაყენება, შეიძლება ახლა არ მიიღონ, მაგრამ სინამდვილეში ასეა, როდესაც პასუხისმგებელი მოქალაქე წყალს ზომიერად იყენებს, მაგრამ მისი მეზობელი ბოროტად იყენებს მის მიერ მოხმარებულ წყალს, ბუნებრივია, ის და სხვები ზარალდებიან. დადგება დრო, როცა წყლის მართვას მუნიციპალიტეტი განაგებს და მოსახლეობას მოუწევს ზომიერად სარგებლობა და მისგან შემოსავალი მუნიციპალიტეტსაც კი შეუძლია.

წყლის მართვა უნდა იყოს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში, შემდეგ განვსაზღვრავთ, როგორ იმუშავებს წყლის მართვა. ახლა კონკრეტულად არ ვიტყვი, მაგრამ აუცილებლად მინდა ხალხს წყალი ჰქონდეს და რა პირობებში ექნება წყალი, ვფიქრობ, საზოგადოებამ გამიგო“.

წყლის პრობლემის მოგვარების კონკრეტულ ვადებზე საუბრისას სუმბატ კიურეღიანმა აღნიშნა, რომ შესაძლოა პრობლემა 2022 წლის გაზაფხულისთვის მოგვარდეს.

ადგილობრივი მედიის “რადიო ნორის” რეგულარული ცნობებიდან მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა.

წელს, 2024-ში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაიწყო ქალაქ ნინოწმინდისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ხანჩალის, კათნატუსა და ოროჯოლარის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები.

“წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სათავე ნაგებობებს, აშენდება ქ. ნინოწმინდის მაგისტრალური მილი, საქლორატოროები და ორი რეზერვუარი, ასევე, სოფელ კათნატუს, დიდი ხანჩალის, სოფელ ოროჯოლარისა და ქ. ნინოწმინდის წყალგამანაწილებელი ქსელი და უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა.

დღეის მდგომარეობით, ფიზიკური სამუშაოების 10%-ზე მეტი უკვე შესრულებულია. პროექტის დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

როგორც წყალმომარაგების კომპანია იტყობინება, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქ. ნინოწმინდისა და მუნიციპალიტეტში შემავალი სამი სოფლის, ჯამში 7400-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი მოხმარდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ კიურეღიანი ითვალისწინებდა ნინოწმინდის წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება 2022 წლისთვის, დღემდე ეს სამუშაოები შესრულებული არაა.  მიუხედავად იმისა რომ წელს დაიწყეს, მოსახლეები ამბობენ, რომ სამუშაოები ნორმალური ტემპით არ მიმდინარეობს, გზები კარგა ხანია დანგრეული და გათხრილია, რაც მოსახლეობას ნორმალურად გადაადგილებას უშლის ხელს.

სინამდვილეში,, 2020 წელს გაცემული დაპირება, რომ წყლის პრობლემა 2022 წლისთვის უნდა მოგვარდეს არ შესრულდა. მეტიც, დღეს, 2024 წელსაც მოსახლეებმა არ იციან, როდის დასრულდება ეს სამუშაოები და რამდენად ხარისხიანი იქნება შესრულებული ეს სამუშაოები, ეს მათთვის ჯერჯერობით უცნობია. 

მიუხედავად დაწყებული სამუშაოებისა, კიურეღიანის დაპირებას შესრულებულად ვერ ჩაითვლება, რადგან მისი თქმით, 2020 წელს მიცემული პირობა  2022 წელს უნდა შესრულებულიყო, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება 2 წლის დაგვიანებით 2024 წელს დაიწყო და ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დასრულდება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ  სუმბატ კიურეღიანის დაპირება არ შესრულდა.