რა შედეგები მოჰყვება აშშ-ს სანქციებს?

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მმართველი პარტიისა და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცავებსა და სხვა კერძო პირებს დაუწესა ინდივიდუალური სანქციები და სავიზო აკრძალვები, სანქციების დაწესების საკითხი ევროკავშირშიც აქტუალური გახდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან დაგეგმილი „Noble Partner“ სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ვაშინგტონის თქმით, მიზეზი საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვაა.

ამერიკელი სენატორი დემოკრატიული პარტიიდან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ნაბიჯები გავლენას მოახდენს ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზეც, რადგან სწორედ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენს აშშ-ს მხრიდან სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების მხარდამჭერ მთავარ მექანიზმს. 

თითქმის სამი ათეული წელია საქართველო  ამერიკისგან სამხედრო დახმარებას იღებს, რაც აშშ-ს მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით, მტკიცე გზავნილია. სამხედრო დახმარების შეჩერება ან შემცირება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს არამხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, არამედ მის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

იმის გასარკვევად, თუ კიდევ რა სანქციები ემუქრებათ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს და სანქციების სამიზნე სხვა პირებს, ვესაუბრეთ პოლიტოლოგ გიორგი მელაშვილს.

„ამერიკის სანქციები შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ. პირველი არის ქვეყანაში შესვლის ამკრძალავი სანქციები, რომლითაც გარკვეულ პირებს ეკრძალებათ აშშ-ში გამგზავრება და მეორე ფინანსური სანქციები, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო Swing სისტემაში ჩართული ყველა ფინანსური სააგენტო ვალდებულია შეზღუდოს აღსრულება”. –   განაცხადა პოლიტოლოგმა.

მისი თქმით, სანქციების დაწესების შემთხვევაში, ის ქართველი ჩინოვნიკები, რომლებიც შეჩვეული არიან დასავლურ ცხოვრებას, აგზავნიან შვილებს დასავლეთში სასწავლებლად და ა.შ., ვერ ისარგებლებენ ასეთი უპირატესობებით.

„მათ გარდა არის უფლებამოსილების საკითხი. ეს ზიანს აყენებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ფაქტობრივად, დიდი ხანია, საქართველოს ინტერესები არ არის პრიორიტეტული „ქართული ოცნებისთვის“, ისინი ცდილობენ საკუთარი ინტერესების დაცვას და ძალაუფლების შენარჩუნებას. მათი აქტივები, რომლებიც დაგროვდა კორუფციით და სხვა საშუალებებით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში „გამოუსადეგარი“ გახდება, თუ ეს სანქციები ამოქმედდება.

მელაშვილმა აღნიშნა, რომ სანქციებისთვის მიერთების საკითხი ასევე დგას ქართული ბანკების წინაშე. ეს საკითხი ორ ნაწილად უნდა დაიყოს, პირველ რიგში ვახსენოთ ის შემთხვევა, თუ ისინი არ შეუერთდებიან სანქციებს, მაგალითად, თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი, რომლებიც შედიან საერთაშორისო სისტემებში, მაშინ ამ შემთხვევაში დაკარგავენ საერთაშორისო ფინანსების გამოყენების შესაძლებლობას. Რაც შეეხება მცირე კერძო ბანკებს, მათ სანქციების მიუერთებლობის შემთხვევაშიც შეიძლება არ ჰქონდეთ ასეთი პრობლემები.

„ვფიქრობ, ქართულ ბანკებსაც აქვთ ადეკვატური რესურსები, რომ შეუერთდნენ ამ სანქციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაექვემდებარება სანქციებს აშშ-ის მხრიდან, რაც მათ სასარგებლოდ არ არის“, – დასძინა მელაშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ („აგენტების კანონი“ – რედ.) და საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების ფონზე, ასევე, აშშ-ის სანქციები საქართველოს ზოგიერთი ოფიციალური პირის მიმართ და სხვა პარტნიორების მიერ ფინანსური დახმარების შეჩერება,  ექპერტების მოსაზრებებით სავალუტო შემოსავლებს კიდევ უფრო შეამცირებს, რაც ლარის დევალვაციას გამოიწვევს. მოკლევადიან პერიოდში — ერთ თვეში, ლარი დოლართან მიმართებით 18 თეთრით 2.68-დან 2.86-მდე გაუფასურდა. ვარდნის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებს მიმართა, კერძოდ სებმა სამ სხვადახვა აუქციონზე გასაყიდად ჯამში 180 მლდ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 169 მლნ გაყიდა. როგორი იქნება აშშ-ს სანქციების ეკონომიკური გავლენა? ეს საკითხი ეკონომისტ რამაზ გერლიანთან განვიხილეთ.

„სანქციების დაწესების შედეგად ეს პირები ვერ შეძლებენ საკმარისად დიდ ტერიტორიაზე გადაადგილებას და ბევრ ქვეყანაში შესვლასაც კი ვერ შეძლებენ. გარდა ამისა, მათ მიმართ შესაძლებელია ფინანსური სანქციების დაწესებაც, რაც ითვალისწინებს მათი ანგარიშებისა და ფინანსების შეზღუდვას, რაც უარყოფითად აისახება როგორც ამ პირებზე, ასევე მათი ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე. და ეს, რა თქმა უნდა, ასევე უარყოფითად აისახება ქვეყანაზე. შეიძლება გაუარესდეს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, ლარის კურსზეც იმოქმედოს“, – აღნიშნა ეკონომისტმა.

კითხვაზე, ვალდებულნი არიან თუ არა ქართული ბანკები შეუერთდნენ ამ სანქციებს, ეკონომისტმა უპასუხა, რომ ქართულ ბანკებს ასეთი ვალდებულება არ აქვთ.

„საერთოდ, სანქციებს აწესებს ერთი ქვეყნის მთავრობა, რის შემდეგაც, სურვილის შემთხვევაში, სხვა ქვეყნებიც უერთდებიან. ჩვენს ბანკებსაც შეუძლიათ გაწევრიანება, რადგან ისინი თანამშრომლობენ აშშ-თან, მაგრამ ძირითადად არ უერთდებიან ასეთ სანქციებს, რადგან ემორჩილებიან ცენტრალურ ბანკს“.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისის ბრიფინგი საქართველოს პრობლემასთან დაკავშირებით სახელმწიფო სამინისტროს პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა გახსნა. მილერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები კვლავ ღრმად არის შეშფოთებული „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებით მისი განცხადებებისა და რიტორიკის გამო. მისი თქმით, ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ასევე, ქართველი ხალხის სურვილებს.

მილერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანმა უკვე გამოაცხადა ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადგინა სავიზო აკრძალვის ახალი პოლიტიკა. სანქციების ამ პირველ რაუნდში შედიან „ქართული ოცნების“ წევრები, დეპუტატები, პოლიციელები და კერძო პირები.

სანქციების დაწესების მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება გახდა, რომელიც 3 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის მიღებას ათასობით ადამიანი აპროტესტებდა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნები მას ევროინტეგრაციის შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევენ, პარლამენტის თავმჯდომარემ ამ კანონს „ყველაზე ქართული კანონი“ უწოდა.

ათიათასობით მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა კანონს ლოზუნგით „არა რუსულ კანონს“. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ კანონის დაცვას და პროტესტის სამართლებრივ საშუალებებს მიმართავენ.

.ე.წ. “რუსული” კანონის შესახებ, უფრო ვრცლად ინფრომაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ․