Latest posts by Aliq Media (see all)
ბიძინა ივანიშვილი: დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი “ენჯეოების გამჭვირვალობას” მყარად უჭერს მხარს.
ვერდიქტი: მცდარი
რეზიუმე: საქართველოში მოქმედი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლის წყაროები, პროექტები თუ დონორები, რომლებიც ქვეყანაში დასავლური, დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად და დასანერგად იბრძვიან, წლებია, საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომია.
ანალიზი: 29 აპრილს, “აგენტების კანონის” მხარდამჭერი აქციზე “ქართული ოცნების” საპატიო თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა და თქვა: “შეიძლება დაისვას კითხვა – რატომ გაიწვია გუნდმა კანონი შარშან და რატომ ვიღებთ მას წელს. შარშან კანონის გაწვევას ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. პირველი, შარშან შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. შესაბამისად, ჩვენი ვალი იყო, თუნდაც, მოტყუებული თანამოქალაქეების შფოთვა გაგვეთვალისწინებინა. მეორე, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას, რასაც კანონის უკან არ გაწვევის შემთხვევაში, შარშან სირთულეები შეიძლებოდა შეჰქმნოდა.
წელს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. „ნაციონალებმა“ და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუეს და დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ენჯეოების“ გამჭვირვალობას მყარად უჭერს მხარს. გარდა ამისა, დღეს გვაქვს სრული რესურსი გამჭვირვალობის შესახებ კანონი სახელმწიფოს მდგრადობისთვის ზიანის მიყენების გარეშე მივიღოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ. სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია.”
რეალურად, ორგანიზაციების მიერ მიღებული დაფინანსება, დონორები, ამ ფინანსების განკარგვის სფერო, ისევე როგორც ფინანსური ანგარიშების ამსახველი დოკუმენტები, ამ ორგანიზაციების ვებგვერდებზე ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველთვიურად აგზავნიან დეკლარაციას შემოსავლების სამსახურში. წლის ბოლოს კი ისევ და ისევ შემოსავლების სამსახურში უკვე წლიური დეკლარაცია იგზავნება. ყოველთვიური დეკლარაციები შეეხება დამატებითი ღირებულების გადასახადთან დაკავშირებულ საკითხებს, თანამშრომლების რაოდენობასა და მათთვის გადახდილ ხელფასს, ასევე დონორებისგან მიღებული ფინანანსების ხაჯვის მიზნობრიობას. ჩვენ, ისევე როგორც, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შეგვიძლია ვნახოთ, რომ ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ ვებ-საიტებზე, პერმანენტულად ანახლებენ ინფორმაციას მათი დონორების, პროექტებისა და ბიუჯეტის შესახებ. მაგალითად, თუკი, დაინტერესდებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ განხორციელებული პროექტებითა და იმით, თუ რომელი ქვეყანა და ორგანიზაცია აფინანსებს ამა თუ იმ პროექტს, ეს ინფორმაცია დეტალურად შეგიძლიათ მოიძიოთ მათ ვებ-საიტზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანაში 60 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მისივე თქმით, ზოგადად, „ენჯეოების“ გამჭვირვალობას კი მხარს უჭერს საქართველოში 80 პროცენტზე მეტი, რასაც სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს. თუმცა, აღსანიშნავია რომ ეს კვლევა არსად არ გამოქვეყნებულა და მის შესახებე პრემიერის სიტყვებს მიღმა არაფერი ვიცით.
აქვე ვთქვათ, რომ 2023 წელს, როცა „უცხოეთის გავლენის აგენტებზე“ კანონი უკან გაიწვიეს, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ეთანხმება, რომ „უცხოეთის გავლენის აგენტებზე“ კანონის მიღება ძირს გამოუთხრიდა საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს (60%, სრულად – 42%, ნაწილობრივად- 18%), კანონის მიზანი არასამთავრობოების და მედიის გაჩუმება იყო (56%, 38% – სრულად, 18% – ნაწილობრივ) და კანონის მიღება საქართველოს რუსეთთან დააახლოებდა (56%, 38% – სრულად, 18% – ნაწილობრივ).
ასევე, ტელეკომპანია „ფორმულა“-ს დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა 2024 წლის მაისს, ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვვა. გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, თქვენი აზრით, რას ემსახურება „რუსული კანონი“, მოსახლეობის 65% მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების შეზღუდვას, ხოლო 35%-ის აზრით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ უზრუნველყოფას.
საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან ერთად, მოსახლეობაში კანონის საწინააღმდეგო დამოკიდებულებაზე მიუთთებს ის მრავალრიცხოვანი აქცეიბც, რომელიც ბოლო თვეებში თბილისა და ქვეყნის სხვა ქალაქებში იმართებოდა. Facebook გვერდის, “World Military-ის” მონაცემებით, მინიმუმ 169,00-დან 200,000-მდე ადამიანი იყო 11 მაისს თბილისის ქუჩებში. მსგავსი მასშტაბის აქცია 28 აპრილსაც იყო გამართული.
დასკვნა: „გამჭვირვალობის“ მიზნით „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული და დღემდე მიმდინარე პროტესტებიდან და აქციების მონაწილეების რაოენობიდან გამომდინარე, შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ “ქართულმა ოცნებებამ” ვერ წარმოადგინა სარწმუნო არგუმენტები, რომ ეს კანონი გამჭვირვალობის მიზანს ემსახურება. ასევე, მათი მტკიცებები იმის შესახებ, რომ ე.წ. “რუსული კანონის” მოსახლეობაშიც დიდი მხარდაჭერა აქვს ჯერ-ჯერობით არაფრით არ დასტურდება.
ამასთან, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უმარავი ადამიანი გამოვიდა კანონის გასაპროტესტებლად. ასევე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებისგან, კერძოდ აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებისგან, უამრავი გზავნილი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ, რომ კანონი უკან უნდა გაიწვიონ და ამ კანონის გამო შეფერხდება ევროკავშირში გაწევრიანება. აქვე აღვნიშნოთ, რომ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაასანქცირა. მიუხედავად საერთაშორისო მეგობრების გაფრთხილებებს და თბილისში მრავალრიცხოვან პროტესტებისა “ქართულმა ოცნებამ” არცერთ მოწოდება არ გაითვალისწინა და კანონი მაინც მიიღო, ამასთან მათ არცერთი არგუმენტი არ წარუდგინეს საზოგადოებას, რომ კანონის მიღება სასარგებლო იყო, და, რომ, თურმე “დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი ენჯეოების “გამჭვირვალობას” მყარად უჭერს მხარს”. შესაბამისად, ბიძინია ივანიშვილის მტკიცება, მცდარია.