Latest posts by Aliq Media (see all)
ბიძინა ივანიშვილი: როდესაც მწვანე შუქზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ რეჟიმის სადიზმი „ენჯეოებისგანაც“ სრული მხარდაჭერით სარგებლობდა.
რეზიუმე: საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები საქართველოს ხელიუფლების შეცდომებსა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე სხვადასხვა ფორმით – როგორც 2012 წლამდე, ისე მას შემდეგაც მიუთითებდნენ. საჭიროების მიხედვით, კრიტიკული შეფასებები კეთდებოდა, როგორც ამჟამინდელი, ისე წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ გამოწვევებზე და ამას არაერთი, სტატიაში მოყვანილი მაგალითი მოწმობს.
ანალიზი
29 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” აქცია გამართა, რომელიც მხარს უჭერდა “აგენტების კანონს”. მმართველმა პარტიამ მანიფესტაციის გასამართად თბილისში ათასობით ადამიანის რეგიონებიდან ჩამოსვლა დააორგანიზა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მმართველი პარტიის მხარსასაჭერად ჩამოყვანილი ადამიანების უმეტესებოა საჯარო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ. პარლამენტის წინ ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოვიდა.
ბიძინა ივანიშვილმა თავის სიტყვაში ვრცლად ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციებზე („ენჯეოებზე“), რომელთა საშუალებითაც, მისი თქმით, უცხოელები ცდილობენ საქართველოში „არაჰუმანური და სადისტური დიქტატურა“ დააბრუნონ. მან არასმათავრობო სექტორი წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებების მხარ დაჭერაში დაადანაშაულა. ბიძინა ივანიშვნილმა აღნიშნა, “ბევრს ჰგონია, რომ ამ დანაშაულების მთავარი მიზეზი სააკაშვილის და მისი თანამზრახველების არაჰუმანური, სადისტური და არაპატრიოტული ბუნება იყო. თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, გარედან, მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული. სწორედ ამიტომ იყო, რომ რეჟიმს ჰქონდა მწვანე შუქი ყოველგვარ უმსგავსობაზე იმ უცხოელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს სააკაშვილს, გვარამიას და კეზერაშვილს უმანკო კრავებად გვიცხადებენ და არსებული ხელისუფლების დასჯას ითხოვენ. ამ უცხოელებს დღეს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იგივე ადამიანების არაჰუმანური და სადისტური დიქტატურა დაგვიბრუნონ, რასაც არაფრის ფასად არ დავუშვებთ. როდესაც მწვანე შუქზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ რეჟიმის სადიზმი „ენჯეოებისგანაც“ სრული მხარდაჭერით სარგებლობდა”.
თუმცა ფაქტები, არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველწლიური ანგარიშების სახით, სულ სხვა რამეზე მეტყველებენ: სწორედ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, თანასწორობის ინსტიტუტი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და სხვა NGO-ები იცავდნენ ადამიანის უფლებებს და თავიანთი აქტიურობით დისკომფორტს უქმნიდნენ წინა ხელისუფლებას.
ადამიანის უფლებათა ცენტრის 2011 წლის ანგარიშს თუ დავაკვირდებით, რომელიც ასახავს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას და ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის, ასევე სხვა პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს ომბუდსმენის მუშაობას, ვნახავთ რომ არასამთავრობო ორგანიზაცია საკმაოდ კრიტიკულად აფასებს მთავრობის საქმიანობას. ამასვე მოწმობს, ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშები 2009 – 2012 წლებში კანონმდელობის ცვლილებების შესახებ. Ცენტრი 2009 და 2010 წლებში შეკრებისა და მანიფესტაციის კანონშ შეტანილ ცვილებებს უარყოფითად არფასებდა და მიაჩნდა რომ იგი პოლიციის ძალაუფლებას არათანაზომიერად აძლიერებდა, ასევე, ფარტო ინტერპრეტაციების სივრცეს აჩენდა.
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ბოლო (2012) ცვლილებები ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი. გარდა ამისა, ახალი განვითარება კანონებში, რომლებიც არეგულირებენ მონაცემთა დაცვას და კომუნიკაციას გამოიწვია შეშფოთება მოქალაქეთა კონფიდენციალურობის უფლების შესახებ. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალ კანონში დანერგილი ბუნდოვანი ტერმინოლოგია საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სენსიტიური ინდივიდუალური მონაცემების დაცვას. ამასთან, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს ეძლევათ უფლება სასამართლოს დამტკიცების გარეშე გააკონტროლონ დახურულ ინტერნეტ კომუნიკაციებს”, – აღნიშნულია ანგარიშში.
- როგორ აშუქებდნენ არასამთავრობო მედია ორგანიზაციები 2003-2012 წლების ამბებს?
რადიო თავისუფლება 2009 წლის 26 მაისის ამბებზე წერს: “პირველი 26 მაისი, რომელიც ქართველმა ხალხმა, თავისივე ორგანიზებით, სააკაშვილის გარეშე ჩაატარა – ასე შეაფასა 2009 წლის 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მიხეილ სააკაშვილის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ”.
ეუთოს არჩევნების სადამკვირვებლო მისიამ 2008 წლის საქართველოს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შუალედური ანგარიშში წერს: “საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა დონეზე და სასამართლოები ბოლომდე და ადეკვატურად არ იხილავდნენ და არ იძიებდნენ ბევრ საჩივარს, რომლებიც ხმის მიცემისას, ხმებისა და არჩევნების შედეგების დათვლასთან დაკავშირებულ აღმოჩენილ დარღვევებს შეეხებოდა. ზოგიერთი საჩივარი შეიცავდა სერიოზულ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა ხმის მრავალჯერადად მიცემას, ბიულეტენების ჩაყრასა და ოქმების შესწორებას. საჩივრებში ბევრი საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბათილად გამოცხადებას მოითხოვდნენ”.
ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, humanrights.ge წერს:
“2007 წლის 7 ნოემბერს, ოპოზიციის მრავალდღიანი საპროტესტო აქცია, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით, პოლიციის სპეცრაზმის მიერ განხორციელებული დარბევით დასრულდა. დაზარალდნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც პროტესტანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებებს აშუქებდნენ. იმავე დღეს სპეცრაზმი ტელეკომპანია “იმედში” შეიჭრა და იქაურობა დაარბია, დააზიანა აპარატურა. ჟურნალისტებს ჩამოართვეს მობილური ტელეფონები და შენობა დაატოვებინეს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის მაუწყებლობა შეწყდა და მხოლოდ იმავე წლის 26 დეკემბერს აღდგა. იმ დროს ტელეკომპანია აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის, საკუთრებაში იყო. ის ოპოზიციას ღიად ემხრობოდა და, ხელისუფლების მტკიცებით, საპროტესტო აქციებს აფინანსებდა”
2011 წლის 26 მაისს აქციის დაშლის მოვლენებთან კავშირში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს, წერს საია თავის ანგარიშში: ”აქციის დაშლის ოპერაცია პოლიციამ იმგვარად დაგეგმა და განახორციელა რომ დემონსტრანტებს არ მისცა აქციის ტერიტორიის დატოვების საშუალება და მათ მიმართ მასობრივად აშკარად არაპროპორციული ძალა გამოიყენა. აქციის დაშლის პროცესი მისი დაგეგმვა და აღსრულების სტადიაზე, ისე განხორციელდა, რომ არ მოხდა აქციის მონაწილეების და ასევე პოლიციელების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკების ეფექტური პრევენცია, რის გამოც აქციის დაშლის მოვლენებისა და ასევე პოლიციელების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკების ეფექტური პრევენცია, რის გამოც აქციის დაშლის მოვლენებთან კავშირში დაფიქსირდა 5 ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი”.
აღსანიშნავია ასევე, რომ ის არასამათავრობო ორგანიზაციები რომლებიც წინა ხელისუფების დროს აკრიტიკებდნენ მთავრობას, იგივე არასამთავრობოები არიან დღეს სამიზნეში ამოღებული.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხალხის მხარდაჭერის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია 2008 წლის ომის შემდგომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგის სასამართლო) საჩივრების შეტანაში მხარდაჭერა და ამ პროცესში აქტიური მონაწილეობაა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე იცავს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 350-ზე მეტ დაზარალებულ ადამიანს. საიას ჯამში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი, რომელიც ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლებების დარღვევას შეეხება. საიას მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა სასამართლოს მიერ უახლოეს პერიოდში დაიწყება.
საქართველოს ხელისუფლება წლებია ცდილობს არასამთავრობო სექტორის რეპუტაციის შელახვას და ხალხში მათ მტრად წარმოჩენას. ეს უფრო თვალსაჩინო გახდა 2023 წელს, როდესაც 2023 წლის 14 თებერვალს „ქართულ ოცნებასთან“ სრულ სიამტკბილობაში მყოფმა ე.წ. „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ბრალდებები ახალი არაა. მსგავსი განცხადება ოცნების წარმომადგენლებს წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებიათ. მაგალითად, წინა პრემიერის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმაზე, რომ 2012 წლამდე ამერიკის და ევროპის კრიტიკა სასამართლოზე არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვადასხვა ფორმით როგორც 2012 წლამდე, ისე მას შემდეგაც მიუთითებდნენ. როგორც ამჟამინდელი, ისე წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე კრიტიკული შეფასებები კეთდებოდა.
აღსანიშნავია ასევე ის ფაქტორიც, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მყოფი, ბევრი პირი იმ დროს არასამათავრობო სექტორს წარმოადგენდნენ,მათ შორის პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, ამ შემთხვევაში მართებულია თუ არა ივანიშვილის განცხადება, რომ “რეჟიმის სადიზმს” “ენჯეოებისგან” სრული მხარდაჭერა ჰქონდა?
„უცხოეთის აგენტების კანონი“ წლების წინ რომ არსებულიყო, „ქართული ოცნების“ ლიდერების და პარლამენტარების დიდ ნაწილს მიეკერებოდა „უცხოეთის გავლენის გამტარებლის“ იარლიყი”, – წერს რადიოთავისუფლება.
მისივე ცნობით, მთავრობისა და პარლამენტის საიტებზე საჯაროდ მითითებული ბიოგრაფიების თანახმად, მთავრობის წევრებში ასეთი ოთხი ადამიანია, ხოლო პარლამენტარებში, – „ქართული ოცნების“ და მისი განაყოფის, „ხალხის ძალის“ ამჟამად მოქმედი დეპუტატების რიგებში, – 21.
მათ შორის საქართველოს დღევანდელი პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვინც ჯამში, 9 წლის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისათვის. იგი 2000-2001: შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი, ხოლო 2006-2014: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი.
დასკვნა
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები საქართველოს ხელიუფლების შეცდომებსა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე სხვადასხვა ფორმით – როგორც 2012 წლამდე, ისე მას შემდეგაც მიუთითებდნენ. საჭიროების მიხედვით, კრიტიკული შეფასებები კეთდებოდა, როგორც ამჟამინდელი, ისე წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ გამოწვევებზე და ამას არაერთი, სტატიაში მოყვანილი მაგალითი მოწმობს.
ის, რომ მედიები საუბრობდნენ წინა ხელისუფლების დროს მომხდარ უსამართლო შემთხვევებზე, მეტყველებს იმაზე, რომ ისინი “რეჟიმის სადიზმს” არ უჭერდნენ მხარს. Ასევე, სტატიაში განხილული ანგარიშები მოწმობს, რომ არასამთავრობო სექტორი როგორც მოქმედი, ასევე წინა ხელისუფლების დროს სამოქალაქო საზოგადოების უფლებების დაცვას ცდილობდა და ამ მიზნით, ხელისუფლებებეს მწვავე ოპონირებას უწევდა.
შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის განცხადება თავის თავში გულისხმობს, რომ წინა ხელისუფლება „ენჯეოებისგანაც“ სრული მხარდაჭერით სარგებლობდა, არის ტყუილი, რადგან სტატიაში განხილული ანგარიშები ნათლად აჩვენებს, რომ არასამთავრობო სექტორი წინა ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა.