ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა სამცხე-ჯავახეთის ქალებისთვის

ჯანდაცვის სერივსების ხელმისაწვდომობა დაბალ დონეზეა სამცხე-ჯავახეთში. ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონში არსებული სახელმწიფო ენის ბარიერისა და დედაქალაქიდან დიდი დაშორების გამო მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში არ იციან რა სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ. 47 წლის ახალქალაქში მცხოვრებმა ვარდუჰი პარონიანმა საქართველოში არ აქვს გავლილი არცერთი გამოკლევა, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს მოქალაქეა, რამდენჯერმე სომხეთში ჩაუტარეს გამოკლევები. 

ამის ერთ ერთ მიზეზად იგი ენის არ ცოდნის პრობლემა აღნიშნა, – “ასევე სომხეთი არც ისე შორს არის, აქაც რაიმე პრობლემის შემთხვევაში უნდა ჩახვიდე დედაქალაქ თბილისში, რომელიც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვფიქრობ ბევრს ურჩევნია იგივე რესურსი დახარჯოს ერევანში მისასვლელად და შენს ენაზე ახსნას რა პრობლემა აწუხებს, ისე თბილისის ჯანდაცვის სერვისებთან დაკავშირებული პრეტენზია არ მსმენია”.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის თემაზე კვლევებიც არსებობს, ერთ-ერთი ასეთი კვლევა ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა. 

კვლევაში სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა რესპონდენტებმა  220 ადამიანი ნინოწმინდიდან და 380 ახალციხიდან , შეაფასეს მუნიციპალური და ცენტრალური ჯანდაცვის სერვისები. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა (89.4%) არცერთი მუნიციპალური ჯანდაცვის მომსახურებით არ სარგებლობს (არც რესპონდენტთა ოჯახის წევრები). დასახელებულ კატეგორიებს შორის კი შედარებით გამოკვეთილია უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფისა (6.6%) და ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფია, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია, ძუძუს კიბოს გენეტიკური კვლევა და სხვა.) დაფინანსება (1.1%).

 

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური ჯანდაცვის სერვისებია: უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების (სიმსივნე, თირკმლის უკმარისობა, ლეიკემია და სხვ.) მქონე ადამიანთა დახმარება, ძვირადღირებული კვლევის დაფინანსება შშმ პირთა და სოციალურად დაუცველების სამედიცინო დახმარება და სხვა.

რაც შეეხება სახელმწიფო (ცენტრალური) ჯანდაცვის სერივსებს, მუნიციპალური ჯანდაცვის მომსახურების მსგავსად, სამცხე-ჯავახეთის (60.7%) მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არც სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობს, თუმცა მუნიციპალურ დონეზე გაცემულ სერვისებთან შედარებით მაჩვენებელი დაბალია. სამცხე-ჯავახეთში გამოკითხულთა შორის მეათედს აჭარბებს იმ პირთა ოდენობა, რომლებიც სასწრაფო გადაუდებელი დახმარებითა (11.5%) და სოფლის ექიმის (17.5%) მომსახურებით სარგებლობს. 

სახელმწიფო (ცენტრალური) ჯანდაცვის სერივსები ითვალისწინებენ დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი იმუნიზაცია(გეგმიური აცრები) ტუბერკულოზის მართვა, აივ ინფექცია/შიდსის მართვა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, დიაბეტის მართვა, სასწრაფო გადაუდებელი დახმარება, სოფლის ექიმი, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყფოა და სხვა. 

ფართომასშტაბიანი კვლევითი ორგანიზაცია საქართველოში წარმოადგენს ეროვნული სქრინინგ ცენტრი ფუნქციონირებს მხოლოდ და მხოლოდ თბილისში. დაავადებათა სკრინინგის პროგრამას, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, სრულად აფინანსებს თბილისის მერია. კერძოდ, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა: ძუძუს გამოკვლევები, საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, პროსტატის გამოკვლევა, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები, კოლორექტული კიბოს სკრინინგი.

რეგიონში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა:

ძუძუს გამოკვლევები, საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, პროსტატის გამოკვლევა, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები, თუმცა რეგიონებში გამოვლევისთვის აუცილებელია იყოს კონკრეტული რაოდენობის მსურველი, აღნიშნა პროფესიით ექიმი, “ჯენერიშნ აის”არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორმა მარი მიკოიანმა “ალიქ მედიასთან” საუბარში. მისივე განცხადებით ეროვნულ სქრინინგ ცენტრს არასოდეს არა აქვთ იმის პრობლემაა რომ ჩამოვიდნენ რეგიონში, უბრალოდ უნდა იყოს მსურველების კონკრეტული რაოდენობა.

ეროვნული სკრინინგ ცენტრიდან გვაცნობეს, რომ თბილისში დარეგისტრირებული მოქალაქეებისთვის ყველაფერი უფასოა, რეგიონში დარეგისტრირებულებისთვის კი ყველაფერი გარდა  ფარისებრი ჯირკვალის კიბოს გამოკლევისა, უბრალოდ იმიტომ, რომ რეგიონებში ფილიალები არ გვაქვს, გზის საკითხი რთულია. სწორედ ამიტომ, შესაბამისი მოთხოვნიდან გამომდინარე, ზოგჯერ მამომობილით ვსტუმრობთ რეგიონებს, მათ შორის სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლს, ჩვენთვის პრიორიტეტულია მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობის კვლევა.

მარი მიკოიანმა განახორციელა პროექტი “ქალთა ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა და ადვოკატირება “, რომლის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქალაქ ახალქალაქში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში, ვაჩიანსა და კარტიმაკში, ასევე ქალაქებში ახალციხესა და ნინოწმინდაში. 5-ივე შეხვედრას დაესწრო 100-ზე მეტი ქალი და ისინიც თავიანთ სოფლებში გაავრცელეს ინფორმაცია ამ პროექტზე. ხოლო მეორე ეტაპზე სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების უფასო გამოკლევა ჩატარდა.

“სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმასთან ერთად განვახორციელეთ პროექტი “ქალთა ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა და ადვოკატირება “, ეს პროექტი ეხება ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ვინაიდან მსგავსი ტიპი ქვემო ქართლში უკვე მიმდინარეობს ამიტომ გადავწყვიტეთ რომ საუკეთესო პრაქტიკა გადმოგვეტანა სამცხე-ჯავახეთში.

“განსაკუთრებით საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებით დღეს რომ გაიაროთ რეგიონში და სოფლად ცხოვრობ ადამიანებს კითხოთ სამწუხაროდ ძალიან ბევრს ინფორმაცია არა აქვთ ანა აქვთ არასრულფასოვანი ინფორმაცია ამის შესახებ და მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ კომპონენტის ჩართვაც იმიტომ რომ ადამიანებმა სწორედ უნდა იცოდნენ თუ რისი საშუალება ამ დღეს სახელმწიფოს და რა სერივისები მათ ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად შეიძლება რომ დაფინანსდეს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან”.

სამცხე-ჯავახეთში ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო “ წინ ახალი შესაძლებლობებისკენ” ორგანიზაციის დირექტორმა, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში აქვს ქალთა საინიციატივო ჯგუფები აღნიშნავს, რომ ქალთა ინფორმირებულობის დონე რეგიონში ძალიან დაბალია ჯანდაცვის სერვისების მხრივაც. 

“როგორც ადგილობრივი მუშაკი, რომელიც 5 წელზე მეტია მუშაობს ქალებთან, და აქვს ქალთა ორგანიზაცია, შემიძლია ვთქვა, რომ მათი ინფორმირებულობის დონე ძალიან დაბალია, თუ რაიმე საინფორმაციო კომპანია ან ვინმე არ მოდის და ადგილზე არ ელაპარაკება, მათ არ იციან რაიმე სერვისის შესახებ, გარდა ამისა, არ იციან ამ სერვისების შესახებ. ოპერაციულ საავადმყოფოში არის სერვისები, რომლებშიც იხდიან, არ იციან, რომ უფასოა. ამ ყველაფრის მიზეზი დედაქალაქიდან შორს ყოფნა და ენის არ ცოდნაა”, – ორგანიზაციის დირექტორი, ადგილობრივი მუშაკი, ლიოლია რაისიანიანმა ალიქ მედიასთან საუბარში აღნიშნა.

პრობლემის საპასუხოდ ლიოლას ჰქონდა პროექტი 2022 წელს, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 5 სოფელში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ და ახლა ემზადება ახალი პროექტის დასაწყებად სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე.

“თუ სახელმწიფოს უფასო სერვისები აქვს, საინფორმაციო კამპანია უნდა ჩაატაროს. არის პროექტები, რომლებიც ტარდება რეგიონებში და ძალიან კარგ შედეგს იძლევა, ცალკეული პირების, კმ-ების მიერ, კარგი მაგალითია მარი მიკოიანის პროექტი, მაგრამ ეს არ არის მასშტაბური, გასაგებია, რომ რესურსი არ გვაქვს ყველა მიმართულებით წასასვლელად. სოფლებში და დააყენებს საკითხს. ეს მნიშვნელოვანი საკითხი უფრო დიდ და მასიურ ყურადღებას მოითხოვს”.

აღსანიშნავია ასევე ის, რომ ჯანდაცვის სამინიატროს ვებ გვერდზე ინფორმაცია დევს მხოლოდ ქართულ ენაზე, და ეთნიკური უმცირესობების ენებზე არ არის ნათარგმნი. აქვე საინტერესოა, თანამშრომლობენ თუ არა სამთავრობო პროგრამები ადგილობრივ მედიასთან ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებისთვის. ზემოხსენებული კითხვა დავსვით ახალქალაქელ ჟურნალისტს სონა ტონაკანიანს, რომელიც გასულ წლამდე ახალქალაქის ტელევიზიაში, ATV12-ში მუშაობდა.

“კორონავირუსის დროს ახალქალაქის ტელევიზიას ხშირად უკავშირდებოდნენ და ინფიცირების თავიდან აცილების შესახებ სომხურ მასალასაც კი აწვდიდნენ ჩვენთან გამოსაქვეყნად. ამის შემდეგ არ მახსოვს, რაიმე ჯანდაცვის გეგმის შესახებ მქონოდა ინფორმაცია, ამ ეტაპზე იყვნენ უფრო აქტიურები”, – აღნიშნა სონა ტონაკანიანმა.

ნინოწმინდის სათემო რადიოს Radio NOR-ის დირექტორ არარატ თთიანსაც დავსვით იგივე კითხვა, ვინც ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის შემდგომ პერიოდში ჯანდაცვის საკითხებზე ინფორმაციას არ ავრცელებენ მედიას, – “მეტიც, თუ რაიმე ტრენინგს ატარებენ ამ საკითხზე, არ აცნობიერებენ მედიას ამის შესახებ”.

ავტორი ტათევ ხოცანიან