Latest posts by Aliq Media (see all)
11 მაისს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს სამხე-ჯავახეთის სოფელ ფარავანში მცხოვრები 1960 წელს დაბადებული ხაჩიკ არაქელიანი.
ერთ-ერთმა მისმა ახლობელმა javakhq.info-სთან საუბრისას მოყვა, რომ დაახლოებით ორი თვის წინ ხაჩიკ არაქელიანმა საკუთარ სახლში უმასპინძლა 20 წლის ნაცნობ ორ გარდაბანელ აზერბაიჯანელს, რომლებმაც ღამის გასათევი სთხოვეს. ამ აზერბაიჯანელებს ის იცნობდა ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ამ პირებმა ზაფხულში თავიანთი საქონელი სოფელ ფარავანთან ახლოს მდებარე საძოვრებზე მოიყვანეს.
როგორც ძველ ნაცნობებს, ხაჩიკ არაქელიანი დათანხმდა და თავისი ძველი სახლი, სადაც ის აღარ ცხოვრობს, ღამის გასათევად დაუთმო. ამასობაში აზერბაიჯანელ სტუმრებს შეურთდა კიდევ სამი ადამიანი, მაგრამ არაქელიანს არაფერი უეჭვია, უფრო მეტიც, მათაც უმასპინძლა, რაც საბოლოოდ ღრეობასა და ალკოჰოლის სმაში გადაიზარდა.
მთვრალი აზერბაჯანელებიდან ერთ-ერთმა სიცილით უამბო მასპინძელს, რომ აზერბაიჯანელთაგან ერთ-ერთი მძევალია, რომელიც მათ მოიტაცეს მისი ოჯახისთვის გამოსასყიდლის გამოძალვის მიზნით. არაქელიანმა არ დაიჯერა. იფიქრა, სტუმარს სიმთვრალე ალაპარაკებდა და ხუმრობდა. მას „მძევლისთვის“ საეჭვო ვერაფერი შეუნიშნავს, რადგან ერთ სუფრასთან ჩვეულებრივად ქეიფობდნენ.
11 მაისს, როდესაც უეცრად არაქელიანის ბინაში შეიჭრნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები არაქელიანის დასაკავებლად, მათთან ერთან იყო ის აზერბაიჯანელი, რომელმაც არექელიანს მოუყვა მძევლის შესახებ. სწორედ მან მოიყვანა სამართალდამცავები და აჩვენა ის სახლი, სადაც არაქელიანმა უმასპინძლა.