Latest posts by Aliq Media (see all)
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდა.
2022 წლის 7 ოქტომბერს მარნეულის მერიის საკრებულოში სოფელ ხოჯორნის წარმომადგენელმა დეპუტატმა არსენ ჰახვერდიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ხოჯორნს მალე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლებოდა.
“მალე გვეყოლება საქალაქო ავტობუსი და კიდევ ბევრი, დარწმუნებული იყავით“, – წერდა ჰახვერდიანი.
2022 წლის 15 ოქტომბერს „ალიქ მედიასთან“ საუბარში, შემდეგ კი 2022 წლის 6 დეკემბერს „ალიქ მედიის“ პირდაპირ ეთერში, ჰახვერდიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჟორნს ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2023 წლის იანვრიდან ეყოლებოდა.
ის ამბობდა, რომ მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფდა ტრანსპორტს, რომელიც ხოჟორნიდან მარნეულამდე ასევე სოფლებს: გიულიბაღი, წოფი, მოლაოღლი და სადახლო გაივლიდა. საკრებულოს დეპუტატი პირობა დადო, რომ ხოჟორნი-მარნეულის მარშრუტით ტრანსპორტი მოსახლეობას დღეში ორჯერ მოემსახურებოდა.
პირობა დაგვიანებით შესრულდა.2023 წლის იანვრის ნაცვლად, 2024 წლის იანვრიდან ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. „ალიქ მედიამ“ გაარკვია, რომ ტრანსპორტი მუშაობას საახალწლო არდადეგების შემდეგ შეუდგა და ახლა ხოჟორნი-მარნეულის მარშრუტზე დღეში ორჯერ დადის.
საინტერესოა, რომ ზემოაღნიშნული სოფლებიდან აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდა, მაგრამ კერძო იყო და მარნეულში დღეში ერთხელ დადიოდნენ, რაც ცენტრში დასაქმებული ადამიანებისთვის და მოსწავლე/სტუდენტებისთვის პრობლემას ქმნიდა.
„ალიქ მედიის“ შეკითხვაზე, რატომ დაგვიანდა ტრანსპორტის ამოქმედება, არსენ ჰახვერდიანმა უპასუხა, რომ მიზეზი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობა იყო.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი არ არის, თუმცა ჰახვერდიანი პირობას დებს, რომ უახლოეს მომავალში ძალისხმევას მისი ახლით ჩანაცვლებისკენ მიმართავს. ამ შემთხვევაში ტრანსპორტი მარნეულის მუნიციპალიტეტმა არსებული ავტობუსებიდან გამოყო და ახალი ავტობუსის შეძენაზე არ გამოცხადებულა.
აღსანიშნავია, რომ გაჭიანურების მიუხედავად, ხოჟორნისადმი მიცემული დაპირება შესრულდა – ტრანსპორტი მართლაც დაინიშნა. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ტრანსპორტი მოძველებულია და განახლებას საჭიროებს. ამას არც არსენ ჰახვერდიანი უარყოფს. „ალიქ მედია“ გააგრძელებს დაპირების შესრულებზე დაკვირვებას და სამომავლოდ ვეცდებით მკითხველს დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ.