Latest posts by Aliq Media (see all)
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატი სამველ მანუკიანის მიერ 2020 წლის წინასაარჩევნოდ გამოცემულ პროგრამაში, ერთ-ერთ პრიორიტეტად ხალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში – კარწახსა და სულდაში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება იყო მითითებული.
Კარწახში დღესდღეობით არსებობს წყლის მილები და ადგილობრივების თქმით, წყალი აქვთ, თუმცა სულდას შემთხვევაში- ეს საკითხი კვლავ აქტუალურია.
Სოფელი კარწახი მდებარეობს თურქეთთან საზღვარზე, თუმცა წლების განმავლობაში ადგილობრივების მთავარი პრობლემა იყო სასმელი წყლის არ არსებობა. Ადგილობრივებს წყლის მისაღებად წყაროდან წყლის ბოთლებით წამოღებაან ეზოებში ჭების მოწყობა უწევდათ.
Კარწახში წლების განმავლობაში არსებული სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაზე ჯერ კიდევ 2020 წელს, ყოფილ მერს, იურიკ უნანიანს უნდა ეზრუნა, თუმცა ადგილობრივების პროტესტების საპასუხოდ, ის აცხადებდა, რომ პროექტი მზად იყო, მაგრამ ბიუჯეტში თანხა არ იყოგათვალისწინებული.
Საბოლოო ჯამში, კარწახის წყლის მილებზე ტენდერი გამოცხადდა 2021 წელს, მრავალწლიანი შესყიდვა დაფინანსდა 210526 ლარით 2021 წლის ბიუჯეტიდან, ხოლო 200815 ლარით- 2022 წლის ბიუჯეტიდან. Ტენდერი მოიგო “ნდს მშენებლობა”-მ და სამუშაოები 402 999 ლარად შეასრულა. დღეს, ადგილობრივების თქმით, კარწახში სასმელი წყლის პრობლემა აღარ არის და წყლით თავისუფლად სარგებლობენ.
Რაც შეეხება დაპირების მეორე ნაწილს, სოფელ სულდაში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას, სიტუაცია გაცილებით რთულია. Მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა, საბოლოო ჯამში დახარჯული თანხა არაეფექტური აღმოჩნდა, რადგან სულდაში წყლის პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს.
Სოფელი სულდა, სადაც 700-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, წყალს იღებს ერთადერთი წყაროდან, რომელიც სოფელ კათნატუშია. ჯამში, წყალი კვირაში 6 ან 7 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი , თუმცა მოსახლეობა იყენებს ამ წყალს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, რადგან წყალი, მათი თქმით, დაბინძურებულია. სასმელ წყალს კი ყიდულობენ სხვა სოფლის მაღაზიებიდან.
Სოფელ სულდაში არაეფექტური ხარჯების გამოყოფა იწყება ჯერ კიდევ 2015 წლიდან, როდესაც პრობლემის მოსაგვარებლად მცირე თანხა იყო განკუთვნილი (26,190 ლარი). ამის შედეგად სასმელი წყალი დღეში 2 საათით გახდახელმისაწვდომი, ზამთრის პერიოდში კი საერთოდ იყინებოდა. მიუხედავად ამისა, სამშენებლო კომპანია,რომელიც სამუშაოებს ასრულებდა,, ამტკიცებდა, რომ საქმე წარმატებით შეასრულა. Ამასთან ერთად, აღნიშნული სამუშაოების შედეგად, წყლის სახლებში გაყვანა სოფლის მაცხოვრებლებს თავად უნდა უზრუნველეყოთ. მერიამ ჩატარებული სამუშაოები ჩაიბარა, მაგრამ ადგილობრივები მაინც სასმელი წყლის გარეშე დარჩნენ.
Ამის შემდეგ, უკე 2021 წელს, 3 ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ვერცერთი ვერ განხორციელდა. პირველი შეწყდა (NAT210010224), მეორე (NAT210012092) და მესამე (NAT210015414) კი უარყოფითი შედეგებით დასრულდა [ქვემოთ იხილეთ შესაბამისი ფოტოანაბეჭდები].
2022 წელს საქმესუფრო სერიოზულად მიუდგნენ. სოფელ სულდასა და დადეშში სასმელი წყლის სატუმბი სადგურის, შემგროვებელი ავზისა და ცენტრალური მილსადენის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. 2022 წლისთვის განკუთვნილი იყო 257,400 ლარი, 2023 წლისთვის – 1,033,795 ლარი. ტენდერი მოიგო სამშენებლო კომპანია „ემ სი გრუპმა” , 1,291,195 ლარად. სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 110 კალენდარულ დღის განმავლობაში. (NAT220021468)
სულდაში 2022 წლის ზამთარში სამუშაოები არ განხორციელდა, ყინვის გამო. სამუშაოების პროცესში მოსახლეობას სასმელი წყალი ისევ შეზღუდული დროით ჰქონდა. თებერვალში წყალი საერთოდ გაიყინა.
Ახალქალაქის მერი ამ დროს აცხადებდა, რომ სამუშაოები პროცესში იყო და დროებით – ყინვის გამო შეჩერდა.
2023 წელს, გამოცხადდა კიდევ ერთი ტენდერი (NAT230015666), ამჟამად უკვე სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგებში. Ერთ ტენდერში გათვალისწინებული იყო რამდენიმე მიმართულება, ერთ-ერთი ეხებოდა სწორედ სოფელ სულდაში სასმელი წყლის და წყალსაცავის რეაბილიტაციას. ტენდერში ერთადერთი მონაწილე არტურ პეტროსიანი იყო, რომელმაც სამუშაოების შესასრულებლად 35 755 ლარიანი შეთავაზება დააფიქსირა, ხოლო მუნიციპალიტეტის მხრიდან შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 38 981 ლარი იყო განსაზღვრული. Საბოლოოდ, ხელშეკრულება 42 190 ლარზე გაფორმდა. Ეს თანხა კომპანიამ სრულად აითვისა, ხოლო მერიამ სამუშაოები 2023 წლის 22 დეკემბერს ჩაიბარა.. Მოცემულ შესყიდვაში, მუნიციპალიტეტის მიერ. სულდას შემთხვევაში სავარაუდო შესყიდვის თანხა13559 ლარს შეადგენდა, თუმცა ხელშეკრულებაში უკვე 14 589 ლარი განისაზღვრა. Როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, კომპანიას მუნიციპალიტეტისთვის ხარჯთაღრიცხვები დღგ-ს გარეშე უნდა წარედგინა და შემდგომში, უკვე ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, სახელშეკრულებო ღირებულებას სწორედ დამატებითი ღირებულების გადასახადის 18% დაემატა.
Მკიუხედავად ამ სამუშაოებისა, ადგილობრივების თქმით, წყლის პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს, წყალი ჯერ კიდევ გრაფიკით მოდის და მოსახლეობას იმის იმედი აქვს, რომ პრობლემა საარჩევნო წელს მაინც მოგვარდება.