Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში სასმელი წყლის პრობლემა უკვე წლებია აწუხებს საზოგადოებას. Მიუხედავად იმისა, რომ სოფელში სასმელი წყალი არსებობს, ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით პრობლემურია სასმელ წყალზე წვდომა.პრობლემა იმაშია, რომ ბუღაშენის სასმელ წყალს, მეზობელი სოფლის, მერენის მაცხოვრებლები სარწყავ წყლად იყენებენ და ბუღაშენამდე ის ვეღარ აღწევს.
Ადგილობრივების თქმით, წყალი სოფელში მერენის ტერიტორიიდან შემოდის, სადაც სოფლის მოსახლეობას კარტოფილი მოჰყავს და წყალს სარწყავად იყენებს. Ადგილობრივები ამბობენ, რომ მერენის მოსახლეობა წყალს “იპარავს” – ისინი სასმელი წყლის მილს აზიანებენ, მას სარწყავად იყენებენ და წყალი ბუღაშენის მოსახლეობამდე ვეღარ მიდის. Ბუღაშენში განსაკუთრებით პრობლემურად ივლისი-აგვისტოს თვეებსა და გარეუბნის სახლებს ასახელებენ. Მათი თქმით, ამ პერიოდში სოფლის გარეუბნის მოსახლეობას სოფლის ცენტრიდან წყალი სახლში ბოთლებით მიაქვს.
მოსახლეობას ეს პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით არაერთხელ გაუჟღერებია. მეტიც, ადგილობრივ ხელისუფლებას უამრავი დაპირება აქვს გაცემული, რომ პრობლემა მოგვარდება, Თუმცა ამ დრომდე. Ეს ვერ მოხერხდა. Აღნიშნულ საკითხზე ზუსტად ერთი წლის წინ, 2023 წლის თებერვალში, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალქალაქის საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას, ადგილობრივი ახალგაზრდის კითხვაზე თუ როდის მოგვარდებოდა ეს პრობლემა, საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ პრობლემა წლის განმავლობაში მოგვარდებოდა. Დაპირების გაცემიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ სურათი არ შეცვლილა.
„თქვენი სოფლისთვის განკუთვნილი თანხა ორი წელია მილებისთვის იხარჯება, მაგრამ 2 კილომეტრი მაინც აკლია. [Თქვენი სოფლის წარმომადგენლებთან] შეხვედრაზე დავპირდით, რომ დარჩენილ ნაწილსაც უზრუნველვყოფთ. Ასევე, შევცვლით წყლის მილის მიმართულებას და აღარ დავაკავშირებთ სოფელ მერენიასთან. მე ვფიქრობ, რომ თქვენი წყლის პრობლემა წელს მოგვარდება, რასაც მუნიციპალიტეტიდანაც დავპირდით“.
მიუხედავად ამ სიტყვებისა, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, წყლის პრობლემა ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული.
ახალქალაქის 2023 წლის ბიუჯეტში სოფელ ბუღაშენში სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი ნახსენები არ არის, თუმცახელმისაწვდომია ინფორმაცია, რომ 2023 წელს სასმელი წყლის სისტემების განვითარებაზე დაიხარჯა 333,4 ათასი ლარი, ხოლო 2024 წლისთვის, გამოყოფილია2196,2 ათასი ლარი. არც, 2024 წლის ბიუჯეტშიდეტალურად არ არის მითითებული, იგეგმება თუ არა ამ თანხების სოფელ ბუღაშენის სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად დახარჯვა.Გადავამოწმეთ ასევე, 2023 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მომსახურებები, სახელმწიფო შეყვიდვების ვებგვერდის მეშვეობით, სადაც, 2023 წელს, სასმელ წყალთან დაკავშირებული ერთადერთი ტენდერი იძებნება. Შესყიდვის ღირებულება 46 509 ლარს შეადგენს, რომლის 93% უკვე ათვისებულია. Ტენდერის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 4 სხვადასხვა სოფელში 5 სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას ისახავდა მიზნად. Მათგან ერთ-ერთი სოფელ ბუღაშენში წყალსაცავის რეაბილიტაცია იყო, რაზეც მუნიციპალიტეტმა მთლიანი ღირებულებიდან 8556 ლარი მიმართა.
Იმის გასაგებად, 2024 წელს მაინც თუ ჩატარდება რაიმე სამუშაო ამ მიმართულებით, დავუკავშირდით ნაირი ირიციანს, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელმაც კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა.
“გვესმის, რომ წყლის გზის შეცვლა არც ისე ადვილია და დიდ შრომას მოითხოვს. ვიცით, რომ ეს დაკავშირებულია იმ ტერიტორიებთან, საიდანაც წყლის გზა შეიცვლება. თუმცა, ჩვენ, როგორც სოფლის მოსახლეობა, მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით, თუ ისინი საბოლოოდ წამოიწყებენ და განახორციელებენ ამ სამუშაოს სოფელში”,- ამბობს ჩვენთან საუბრაში სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი. (ანონიმური)
Საბოლოო ჯამში, სოფლის სასმელი წყლის საკითხი ჯერ კიდევ ბუნდოვანი რჩება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველოს დაპირება – შეუსრულებელი.