Latest posts by Aliq Media (see all)
2022 წლის 6 დეკემბერს, AliQ Media-ის პირდაპირ ეთერში მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, არსენ ჰახვერდიანმა განაცხადა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში სპორტული კომპლექსი აშენდება. მისი თქმით, მალე დაიწყებოდა საპროექტო სამუშაოები და აღნიშნული სპორტული კომპლექსი ჩაანაცვლებდა კლუბებს, შესაძლებლობას მისცემდა ახალგაზრდებს, რომ სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებულიყვნენ.
როგორც გაირკვა, სოფ. შაუმიანში დღემდე არც საპროექტო სამუშაოებია დაწყებული და, ამ მიმართულებით, არც ტენდერი გამოცხადებულა.
აღსანიშანვია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში, ასიგნებების ნაწილში მუნიციპალიტეტის მხოლოდ 3 სოფელში იყო გათვალისწინებული სპორტული დარბაზის მშენებლობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 459 000 ლარი იყო გამოყოფილი ნ (იხ. სურათი 1).
სურათი 1. წყარო იხ. აქ
Მათი აშენება ჯერ კიდევ 2022 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშში ვკითხულობთ, 2022 წელს ეს ვერ მოხერხდა და დაპირებამ2023 წლის ბიუჯეტში გადაინაცვლა. როგორც ვხედვათ, ამ სამ სოფელს შორის სოფ. შაუმიანის სახელი არ ფიქსირდება. ეს სოფლებია წერეთელი, ალგეთი და სადახლო. (იხ. სურათი 2).
სურათი 2. წყარო იხ. აქ
საინტერესოა, რომ არა მარტო სოფ.შაუმიანში, არამედ იმ სამ სოფელშიც კი (წერეთელი, ალგეთი და სადახლო) სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე არ იძებნება ტენდერი. ჯერჯერობით მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების სრული ანგარიშიც არ გამოქვეყნებულა, საიდანაც ა ამ სპორტული კომპლექსების მშენებლობაზე დამატებითი ინფორმაციის მიღება იქნებოდა შესაძლებელი. Მიუხედავად ამისა, გარკვეული წარმოდგენა შეიძლება შევიქმნათ 2023 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშიდან. სექტემბრის ჩათვლით, 2023 წელს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მუხლში ბიუჯეტიდან მთლიანი თანხის 2.2% იყო ათვისებული.
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცებულია, თუმცა ამ წლის ასიგნებებში უკვე ცალკეული საოფლების დასახელება, სპორტულ ობიექტებთან მიმართებით, აღარა ფიგურირებს. Შესაბამისად, იმის გარკვევა, დაგეგმილია თუ არა წელს მაინც სოფ. Შაუმიანის მოსახლეობისთვის მიცემული დაპირების შესრულება, შეუძლებელია. Ამ ეტაპზე კი ნათელია, რომ საკრებულოს წევრის მიერ გაცემული დაპირების შესრულება, გასულ წელს, ვერ მოხერხდა. ჩვენ გავაგრძელებთ საკითხზე დაკვირვებას და ვეცდებით მკითხველს დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ.