Latest posts by Aliq Media (see all)
2018 წლის მონაცემებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც 83 სოფელია, სტიქიური ნაგავსაყრელების რაოდენობა 86-ს აღწევს.
Ნაგავსაყრელები აქ განთავსებულია მდინარეების ნაპირებზე ან მოსახლეობასთან ახლოს და,შესაბამისად,საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯამრთელობასა და გარემოს. მარნეულის თითოეულ სოფელს,მინიმუმ ერთი ნაგავსაყრელი მაინც აქვს. Მუნიციპალიტეტში გარდა ამისა, კვლავ პრობლემად რჩება ნაგვის ურნების საკითხი. Მაგალითად Სოფელ დამიაში, სადაც 81 კომლი ცხოვრობს,, არც ერთი ნაგვის ურნა არ არის, რაც გარემოს ზიანს აყენებს, ხოლო ადგილობრივებს, დისკომფორტის გარდა, საფრთხესაც უქმნის.
1 წლის წინ, 2023 წლის იანვარში, მერიამ 800-ზე მეტი ნაგვის ურნა შეისყიდა, რომლებითაც მუნიციპალიტეტის სოფლები მოამარაგა. მიუხედავად ამისა, სოფელ დამიაში დღემდე არც ერთი ნაგვის ურნა არ არის. Შედეგად, ადგილობრივები ნაგავს სოფლის ტერიტორიაზე, საცხოვრებელი ზონის მიმდებარედ ყრიან.
მუნიციპალიტეტში მრავლად ვხვდებით არალეგალურ/ქაოსურ განავსაყრელებს. Ამგვარი ნაგავსაყრელები GPS კოორდინატებით თვითმმართველობამ აღწერა. მუნიციპალიტეტისადგილმდებარეობის, ფართობისა და ნარჩენების მიახლოებული მოცულობების გათვალისწინებით: მარნეულის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის 2023-2027 სტარატეგიის დოკუმენტის მიხედვით, დამიაში ნარჩენები, სხვადასხვა სახეობის მიხედვით, შემდეგი რაოდენობით დაფიქსირდა:სამშენებლო-საყოფაცხოვრებო (25 კუბ.მ), საყოფაცხოვრებო (15 კუბ.მ), ყველა ტიპის ნარჩენი (10 კუბ.მ).
ნარჩენების მართვის სამუშაო ჯგუფის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 1 ქალაქში და 44 სოფელში ჩატარდა რაოდენობრივი კვლევის მეთოდით ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა. აღნიშნულ პროცესს კოორდინაცია გაუწიეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელებმა, რომლებიც თვითმმართველობასა და ადგილობრივი მოსახლეობის ეფექტური კომუნიკაციისთვის ყველაზე ახლო რგოლია. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 760 ადამიანი და ქვემოთ წარმოდგენილია გამოკვეთილი საჭიროებები და ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფისათვის მოქალაქეების მხრიდან გამოკვეთილი პრიორიტეტები. გამოკითხული სოფლებიდან ერთ-ერთი სწორედ სოფელი დამია იყო. Კვლევის შედეგების მიხედვით, 382 რესპოდენტმა (47%) დააფიქსირა რომ არ დგას ურნები მის უბანში, ან აქ შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ასევე არაა საკმარისი განთავსებული ურნების რაოდენობა. 29%-მა აღნიშნა, რომ დგას ურნები და ხდება ნარჩენების გატანა.
Პრობლემის სიღრმისეულად შესასწავლად, ადგილობრივებს ვესაუბრეთ, რომლებმაც გვითხრეს, რომ მერიასთა, პროპლემის მოგვარების თხოვნით, განცხადება დღემდე არ შეუტანიათ.
,, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას არ მივმართეთ. სოფლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ნაგვის ურნის არსებობა,რადგან ნაგავს აქეთ-იქით ყრიან. მოსახლეობის ერთი ნაწილი ქვემოთ მდებარე სოფლის(კიროვკის) ნაგვის ურნაში ჩაყრიან”, – ამბობს სოფელი დამიის მაცხოვრებელი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ნაგვის ურნების შესყიდვის ტენდერი 2022 წლის ზაფხულში გამოჩნდა. ტენდერის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტეტმა 829 ერთეული ახალი სანაგვე ურნა შეიძინა.
ტენდერში ორი კომპანიამ მონაწილეობდა(შპს ინს გრუპ და შპს ორიენტი).გამარჯვებული შპს ,,ორიენტი,,გახდა,რომელმაც მუნიციპალიტეტს ნაგვის ურნების ყიდვა 493 225 ლარად შესავაზა. Აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტს სრულად აქვს გადახდილი 2022 წლის დეკემბერში.
Თუმცა, ამ დროს, დამიაში ნაგვის ურნების არ იგეგმებოდა. Რადიო მარნეულთან საუბარში, ამ საკითხზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს “სუფთა მარნეუილის” წარმმადგენელმა განაცხადა, რომ აპირებდნენ ურნების განთავსებას წერეთლის თემში, თამარისში, ალავარში, დიოკნისში.
Უკვე 2023 წლის დეკემბრის თვეში დავუკავშირდით სოფელი დამიას სოფლის რწმუნებულს, ამირასლან ამირასლანოვს, რომელმაც განაცხადა, რომ დამიაში პრობლემის მოგვარებას 2024 წელს აპირებენ. ,,შარშან სოფლების სიაში არ შევიდა დამია და ამ წელს იგეგმება არა მარტო ამ სოფელისთვის, არამედ კიროვკისთვისაც. თითო სოფელში დაემატება 5-6 ცალი ნაგვის ურნა”-თქვა ამირასლანოვმა.
აღსანიშნავია ასევე, რომ ბიუჯეტის მიხედვით, დასუფთავებასა და ნარჩენების მართვაზე მიმდინარე წელს 2.7 მილიონი ლარია გამოყოფილი. Ბიუჯეტში მითითებულია, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია გარემოს დაცვა, რაც თავის თავში მოიცავს მუნიციპალიტეტის დასუფთავებას და ნარჩენების გატანას, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას, კაპიტალურ დაბანდებებს დასუფთავების სფეროში. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს სუბსიდირება.
Ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალტეტს ემსახურება 35(54 ნორმით) მეეზოვე, რომელიც ყველდღიურად ასუფთავებს 170713 კვმ ფართობს. Დოკუმენტში ისიცაა აღნიშნული, რომ მიუხედავად 779 ურნის განთავსებისა, მუნიციპალიტეტში დღემდე რჩება ადგილები, რომლებიც არ სუფთავდება შესაბამისი ტექნიკისა და ნაგვის ურნების არქონის გამო და მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის დასუფთავების სერვისის სრულად მიწოდებას გეგმავს.
“Ალიქ მედია” კვლავ გააგრძელებს საკითხზე დაკვირვებას და მიმდინარე წელს პრობლემის ირგვლივ მოვლენების განვითარების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.