რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ევროპულ  საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივნის  საერთო განცხადება

ეუთოს ოფიციალური განცხადება ვენაში გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ:

ვენაში 16 მაისის საღამოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მონაწილეობა მიიღეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით  გამართულ განხილვაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი, რუსეთის ფედერაციის საგარეოს საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი ევროპულ კასითხებში, არლემ დეზირი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ედვარდ ნალბანდიანმა და ემლარ მამადოვმა, ელჩებმა იგორ პოპოვმა (რუსეთი), ჯეიმს უორლიქმა (აშშ), პიერ ანდრიომა (საფრანგეთი) და ეუთოს მოქმედი პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ანჯეი კასპრშიკმა.

მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კონფლიქტს ვერ ექნება სამხედრო გზით გადაწყვეტილება. თანათავმჯდომარეებმა დაამტკიცეს 1994 და 1995 წლებში შეძენილი ცეცხლის შეჩერების შესახებ შეთანხმება.

პრეზიდენტებმა დაადასტურეს, რომ სურთ ცეცხლის შეჩერების შესახებ შეთანხმება და კონფლიქტის დარეგულირება მშვიდობიანი გზით.   მიღწეულია ასევე შეთანხმება, გადადგმული იქნას ნაბიჯები ზემოთ აღნიშნულის განხორციელების მუდმივი მონიტორინგისა და ინციდენტების გამოძიების მექანიზმების ინვესტირებისთვის.

საბოლოო ჯამში სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ გაცვალონ ინფორმაცია უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ, წითელი ჯვრის  საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით.

პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ  მოლაპარაკებების შემდეგ  რაუნდზე, რომელიც გაიმართება ივნისში, ერთობლივად შეთანხმებულ ადგილზე, მოლაპარაკებების მრავალმხრივი გადაწყვეტილებების მიღების განახლების მიზნით.

ფოტო: osce.org

Leave a Reply