Latest posts by Aliq Media (see all)
Ახალქალაქში საარჩევნო კამპანიის გახსნაზე, 2020 წლის 1 სექტემბერს “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა სამველ მანუკიანმა ადგილობრივების პრობლემებზე ისაუბრა. Მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ფილიპოვკისა და კარწახის მოსახლეობას გაზიფიცირების პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა: “გაზიფიცირება კარწახსა და ფილიპოვკაში მთავარ პრობლემად რჩება, რისი მოგვარებაც უახლოეს მომავალში აუცილებლად უნდა მოხდეს, რადგან აქ ძალიან მკაცრი ზამთარია. მოსახლეობისთვის ნორმალური ცხოვრებისეული პირობების უზრუნველყოფა ჩვენი უპირველესი ამოცანაა”.
Ალიქმედია დაინტერესდა, რა ეტაპზეა დაპირების შესრულების პროცესი და გადაიდგა თუ არა რაიმე ნაბიჯები ამ დროისთვის.
კარწახი და ფილიპოვკა ახალქალაქში მდებარე პატარა სოფლებია. კარწახი ზღვის დონიდან 1860მ, ხოლო ფილიპოვკა 1880მ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფლებში, სადაც ჯამში 800-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს-ბუნებრივი აირი არ არის.
Მანუკიანმა ზ/ხსენებულ ფეისბუქ პოსტში სოფლებში “მკაცრი ზამთარი პრობლემაზე ისაუბრა”. რეგიონის მკაცრი კლიმატის გამო, ადგილობრივები გათბობის საშუალებაზე ფიქრს ზაფხულის პირველივე თვიდან იწყებენ. გათბობის ძირითად საშუალებაა ღუმელი, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი სახლებს წივით (მზეზე ამომშრალი ნაკელი) ათბობს, რითაც თანხას ზოგავს.
Გაზის პრობლემაზე ადგილობრივი მედიები წარსულშიც ამახვილებდნენ ყურადღებას.
ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრის შედეგად “ალიქ მედიამ” გაარკვია, რომ მანუკიანის მაჟორიტარობის 4 წლის განმავლობაში ეს საკითხი არ მოგვარებულა. Არც კარწახი და არც ფილიპოვკა ბუნებრივი აირით მომარაგებული ამ დრომდე არ არის.
Ასევე შევისწავლეთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც ვერ მოიძებნა რაიმე მონაცემი, რომელიც გაზის გაყვანას 2024 წლისთვის ითვალისწინებს.
Შევეცადეთ სამველ მანუკიანთან და მერიასთან დაკავშირებას,ასევე გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია მუნიციპალიტეტიდან, ხომ არ არის ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგმული და წლის ბოლომდე ხომ არ იგეგმება პრობლემიც მოგვარება. Კომუნიკაციის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ინფორმაციის მოპოვება ვერ შევძელით. Თუ მერია ან სამველ მანუკიანი დამატებით ინფორმაციას და მოგვაწვდიან სტატიაში შესაბამის ცვლილებას შევიტანთ.
Მანამდე, Დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ 2024წლის იანვრის მონაცემებით კარწახსა და ფილიპოვკაში ბუნებრივი აირი არ არის, ამას მოსახლეობასთან საუბარი მოწმობს. Შესაბამისად, სამველ მანუკიანის მიერ 2020 წელს გაცემული დაპირება 4 წლის თავზეც შეუსრულებელი რჩება.